2012 წლის 18 ივნისს საქართველოს ჩემპიონთა ბანაკში ზემოიმერული კლუბის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. დღეს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” დაარსებიდან რვა წელი შეუსრულდა.
მცირეხნიანი დასვენების შემდეგ, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველმა გუნდმა, რომელიც უეფას ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობისათვის ემზადება. ზესტაფონში გასამართი მზადების ეტაპის მეორე ნაწილიც დღეს დაიწყო. აღსანიშნავია, რომ გუნდს ტრავმამოშუშებული ლევან შარიქაძე შეუერთდა.
დღეს საღამოს გამართული ვარჯიშის პირველ ნაწილში ძირითადი აქცენტი ფეხბურთელთა ფიზიკურ დატვირთვაზე გაკეთდა, ხოლო მეორე ნაწილი ტაქტიკური ხასიათის ელემენტებზე მუშაობას დაეთმო...
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეს-სამსახური გთავაზობთ საქართველოს ჩემპიონთა დღევანდელი ვარჯიშის ამსახველ ფოტორეპორტაჟს.