Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

23.06.2012

 

 

 

 

 

 

"მწვანეები" "წითლების" წინააღმდეგ

 

 

 

 

 

 

 

 

ზესტაფონელებმა მზადების პირველი ეტაპი დაასრულეს

საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ჩემპიონთა ლიგის მატჩებისათვის მზადების პირველი ეტაპი დღეს გამართული ორმხრივი შეხვედრით დაასრულა. გია ჭიაბრიშვილმა პირველი გუნდის ფეხბურთელები ორ პირობით გუნდად - ”მწვანეებად” და ”წითლებად” დაჰყო და დავით აბაშიძის სახელობის არენაზე საინტერესო ”ბურთაობა” გაჩაღდა.

 

 

 

გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით იასპარეზეს:

”მწვანეები”: მამალაძე, თორნიკე გრიგალაშვილი, კობახიძე, გაგოშიძე, ელიავა, მენთეშაშვილი, ბაბუნაშვილი, აფციაური, სარდალიშვილი, დვალი.

 

”წითლები”: კვასხვაძე, ღონღაძე, თედო გრიგალაშვილი, საჯაია, რაჟამაშვილი, მუჯირი, გორგიაშვილი, გუგუჩია, კვერნაძე, ოვონიკოკო.

 

შეხვედრა, რომელშიც 10 კაციანმა გუნდებმა ორი 30-წუთიანი ტაიმი ითამაშეს, ”წითლების” შეტევებით დაიწყო და მალევე მათ ანგარიშიც გახსნეს - 7-ე წუთზე ზურაბ მამალაძის კარი იომი ოვონიკოკომ თავური დარტყმით აიღო. პირველი ტაიმის დასკვნითი ნაწილი ”მწვანეთა” უპირატესობით კი წარიმართა, თუმცა გოლის გატანა მათ ვერ მოახერხეს. მეორე ტაიმის დასაწყისში "წითლებმა" ოპონენტთა დამწუხრება კიდევ ერთხელ მოახერხეს - 35-ე წუთზე ოთარ კვერნაძემ ანგარიში ორამდე გაზარდა. მატჩის დასკვნითი ნაწილი ორმხრივ იერიშებში წარიმართა, თუმცა საბოლოოდ ანგარიში აღარ შეიცვალა - ”წითლების” გამარჯვება ანგარიშით 2-0.

 

ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის მცირე პრობლემის გამო, დღევანდელ ”შიდა დაპირისპირებაში” მონაწილეობა ლევან შარიქაძემ, ალექსი ბენაშვილმა და გურამ სამუშიამ ვერ მიიღეს. ყველა ეს ფეხბურთელი მზადების პროცესს უახლოეს დღეებში დაუბრუნდება.

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005