07.05.2012

 

 

 

 

 

დუბლიორთა ტურნირის ოცდამეთერთმეტე ტური

 

 

 

 

 

 

 

2012 წლის 7 მაისს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის ოცდამეთერთმეტე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” დუბლიორებმა ქუთაისის საფეხბურთო კლუბ ”ტორპედოს” მეორე გუნდს საკუთარ ბაზაზე უმასპინძლეს.

 

 

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, ჯიქიძე, რობაქიძე, თევდორე გრიგალაშვილი, გაგოშიძე (ეგუტიძე, 78), გაჩეჩილაძე, ფირუზაშვილი, ჭანტურიშვილი, სამუშია (ხუჯაძე, 74), შარვაძე (ღირდალაძე, 31), ლომია (კვერნაძე, 46).

 

 

ზესტაფონელ და ქუთაისელ დუბლიორთა მორიგი დაპირისპირება საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ბაზაზე გაიმართა. მატჩის მნიშვნელობას ისიც ზრდიდა, რომ დღევანდელ დაპირისპირებაში გამარჯვებული გუნდი დუბლიორთა ტურნირის ბრინჯაოს მედლების დასაუფლებლად ძალიან დიდ ნაბიჯს გადადგამდა ...

 

შეხვედრის საწყისი წუთები მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და საბა ლომიას თავის გუნდის დაწინაურების ერთბაშად ორი კარგი შანსი მიეცა, თუმცა ამ შანსების გამოყენება არ მოხერხდა. თანდათანობით ტერიტორიულ უპირატესობას ქუთაისელები დაეუფლნენ და ტაიმის მიწურულს (45-ე წუთზე) თეიმურაზ მარკოზაშვილმა "ტორპედო" დააწინაურა.

 

მეორე ტაიმი ორმხრივ იერიშებში წარიმართა, ორივე გუნდი გასატანად გაიწია, მაგრამ მეტოქის კართან ხიფათის შექმნას უფრო სტუმრები ახერხებდნენ და 68-ე წუთზე თეიმურაზ მარკოზაშვილმა დუბლიც გაიფორმა და დღევანდელი მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. სტუმართა გამარჯვება ანგარიშით 2-0.

 

დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005