Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

28.06.2012

 

 

 

 

 

 

გოგა ბერაია: “ზესტაფონი” “ნეფთჩიზე” ძლიერია”

 

 

 

 

 

 

 

 

ქართველმა ნახევარმცველმა გოგა ბერაიამ თქვა, “ზესტაფონი” ბაქოს “ნეფთჩიზე” ძლიერიაო და იმედოვნებს, რომ შემდეგ ეტაპზე ქართული გუნდი გავა. როგორც იცით, ბაქოს “ნეფთჩი” და საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” უეფას ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ხვდებიან ერთმანეთს.

 


დარწმუნებული ვარ, ბრძოლა იქნება, ორივე გუნდს ძალიან სურს შემდეგ ეტაპზე გასვლა, თუმცა ვთვლი, რომ “ზესტაფონი” უფრო ძლიერია” - უთხრა ბერაიამ აზერბაიჯანულ futbol11-ს.


ცნობისთვის, ბერაიამ გასული სეზონის მეორე ნახევარი “ზესტაფონში” გაატარა, მანამდე კი თბილისის “დინამოში” გახლდათ. ბერაიას აზერბაიჯანის სამ გუნდში (“ყარაბაღი”, “ქიაფაზი”, “გაბალა”) უთამაშია.

 

www.worldsport.ge

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005