საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” განაგრძობს უეფას ჩემპიონთა ლიგაში ასპაზებისათვის მზადებას. დღეს გუნდმა დაბა ფიბერბრუნის სპორტული კომპლექს "როზენეგის" საფეხბურთო მინდორზე ორჯერ ივარჯიშა. სასიამოვნო სიახლეთa რიცხვს მიეკუთვნება ის, რომ საერთო ჯგუფში ვარჯიშს დაუბრუნდნენ გამოჯანმრთელებული ლევან შარიქაძე და გურამ სამუშია.
ხვალ საქართველოს ჩემპიონი წლევანდელი ალპური შეკრების პირველ სპარინგ-მატჩს გამართავს - საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” რუმინეთის ჩემპიონატის უმაღლესდივიზიონელ პლოეშტის ”ასტრას” ქალაქ შვაცში (Schwaz) დაუპირისპირდება. საწვრთნელი შეკრების ავსტრიელ ორგანიზატორებთან შეთანხმებით გადაწყდა, რომ ქართულ-რუმინული დაპირისპირება ადგილობრივი დროით 17:00 საათზე (თბილისის დროით 19:00 საათზე) დაიწყება.