სუპერთასი-2011. მატჩის წინ
|
|
შოთა ბაბუნაშვილი |
დავით რაჟამაშვილი |
სუპერთასის გათამაშება ხვალ, "მიხეილ მესხზე" შედგება. "ზესტაფონი" "გაგრას" დაუპირისპირდება. საქართველოს ჩემპიონი, საქართველოს თასის ფინალში განცდილი მარცხის შემდეგ, ექსპერიმენტალური შემადგენლობით გავა მოედანზე. როგორც იცით, არც "გაგრას" ეყოლება ოპტიმალური კრებული. მატჩის წინ Geosports.ge ზესტაფონელ ფეხბურთელებს ესაუბრა.
"ფინალში დუბლების ბიჭები დაგვეხმარებიან. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადის ფეხბურთელთა ნაწილი არ გვეყოლება, სრული მობილიზებით გავალთ მოედანზე. სუპერთასის მოსაგებად აუცილებლად ვიბრძოლებთ. წელს "გაგრას" თამაში, სამწუხაროდ, არ მინახავს, მაგრამ ვიცი, რომ მონდომებული ახალგაზრდები არიან და თამაშიც არ იქნება ურიგო.
სუპერთასის მოგება ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ თასის ფინალის წაგების გამო გაფუჭებულ ხასიათს სუპერთასის მოგებით გამოვიკეთებთ", - განაცხადა შოთა ბაბუნაშვილმა.
"როგორც ყველა თამაშზე, "ზესტაფონი" სუპერთასის გადამწყვეტ მატჩზეც საბრძოლველად და მოსაგებად გავა. "გაგრა" თასის გასული წლის მფლობელია და მებრძოლი გუნდია. საინტერესო თამაში გველის. შევეცდებით სუპერთასი მოვიგოთ", - აღნიშნა დათო რაჟამაშვილმა.
|