Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

15.07.2012

 

 

 

 

 

 

საქართველოს ჩემპიონები აზერბაიჯანში მიემგზავრებიან

 

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი, რომელიც აზერბაიჯანულ ”ნეფთჩისთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრას 17 ივლისს მეზობელი ქვეყნის დედაქალაქში გამართავს, ხვალ ბაქოში მიემგზავრება ...

 

 

ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად მარგველთა დამრიგებელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა შემდეგი 19 ფეხბურთელი იახლა:

 

მეკარეები: როინ კვასხვაძე, ზურაბ მამალაძე;

 

მცველები: თეიმურაზ ღონღაძე, ზაალ ელიავა, მამუკა კობახიძე, ედიკ საჯაია, თევდორე გრიგალაშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი;

 

ნახევარმცველები: თორნიკე აფციაური, შოთა ბაბუნაშვილი, ზურაბ მენთეშაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, დავით რაჟამაშვილი, ლუკა გუგუჩია, ლევან შარიქაძე, მიშიკო სარდალიშვილი;

 

თავდამსხმელები: დავით მუჯირი, ჯაბა დვალი, აბაიომი ოვონიკოკო.

 

ქართული დელეგაცია აზერბაიჯანის დედაქალაქში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხვალ 14:00 საათზე ჩარტერული რეისით მიემგზავრება. ბაქოს სასტუმრო ”შერატონში” დაბინავების შემდეგ, 19:30 საათზე (თბილისის დროით) სტადიონ "დალგა-არენაზე" გაიმართება მარგველთა მთავარი მწვრთნელის გიორგი ჭიაბრიშვილის შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან, ხოლო 20:00 საათზე, პრეს-კონფერენციის დასრულების შემდეგ, ქართული გუნდი იმავე სტადიონზე ივარჯიშებს.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2012