Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

14.07.2012

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” და ჩემპიონთა ლიგა

 

 

 

 

 

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 17 ივლისს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველ მატჩს გამართავს - საქართველოს საუკეთესო გუნდი აზერბაიჯანის ჩემპიონ ბაქოს ”ნეფტჩის” ესტუმრება. ქართული გუნდის ფეხბურთელები ევროპულ ასპარეზზე შემდეგი ნომრებით იასპარეზებენ:

 

 

 

 

სახელი გვარი
სახელი გვარი
სახელი გვარი
2
თეიმურაზ ღონღაძე
10
დავით მუჯირი
27
ლუკა გუგუჩია
3
თორნიკე გრიგალაშვილი
11
ჯაბა დვალი
28
გურამ სამუშია
4
ედიკ საჯაია
12
ზურაბ მამალაძე
30
მალხაზ გაგოშიძე
5
მამუკა კობახიძე
13
ალექს ბენაშვილი
33
გიორგი კაჭკაჭიშვილი
6
თედორე გრიგალაშვილი
14
ლევან შარიქაძე
55
თორნიკე აფციაური
7
დავით რაჟამაშვილი
18
ზურაბ მენთეშაშვილი
80
აბაიომი სეუნ ოვონიკოკო
8
შოთა ბაბუნაშვილი
20
ზაალ ელიავა
89
როინ კვასხვაძე
9
თორნიკე გორგიაშვილი
21
მიშიკო სარდალიშვილი
90
კახაბერ მეშველიანი

 

* * *

 

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ახალ სეზონში საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი" ახალი დიზაინის ფორმით იასპარეზებს. საქართველოს საუკეთესო გუნდის ეკიპირებაზე, წინა სეზონის მსგავსად, ისევ სახელგანთქმული კომპანია ”პუმა" ზრუნავს.

ზესტაფონელები ტრადიციული თეთრი და ლურჯი ფორმით ითამაშებენ, ხოლო მესამე სათადარიგო მაისურა შავი იქნება. სათამაშოს გარდა, ფეხბურთელებსა და პერსონალს უკვე გადაეცათ სავარჯიშო და გამოსასვლელი ფორმები.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2012