26.04.2012

 

 

 

 

 

ეროვნული თასის ფინალი

 

 

 

 

 

 

 

2012 წლის 26 მაისს გაიმართა საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ფინალური მატჩი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს ქვეყნის ორგზის ჩემპიონი საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” და გორის საფეხბურთო კლუბი ”დილა” დაუპირისპირდნენ.

 

 

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დღეს დაგეგმილი საფეხბურთო ზეიმის მიმდინარეობის შესახებ დღევანდელი მატჩის არბიტრ ლევან კვარაცხელიასა და მის ასისტენტ ზვიად ერქვანიას განსაკუთრებული და მეტად უცნაური წარმოდგენა გააჩნდათ... აქედან გამომდინარე, ეროვნული თასის ფინალის პერიპეტიებზე საუბრით თავს ზედმეტად აღარ შეგაწყენთ და ამ საქმეს დღევანდელი ფინალის გამშუქებელ ჟურნალისტებს დავუთმობთ...

 

სტატისტიკის მოყვარულთა ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად კი მოგახსენებთ, რომ შეხვედრის 14-ე წუთზე ზესტაფონელები თორნიკე აფციაურმა დააწინაურა, გოჩა ხოჯავას მიერ ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანის შემდეგ ანგარიში საყაიმო გახდა, მეორე ტაიმის დებიუტში (48-ე წუთი) მათე ვაწაძემ წინ უკვე გორელები გაიყვანა; 64-ეზე გიორგი ილურიძემ "დილა" ორბურთიანი უპირატესობით დააწინაურა, ხოლო არბიტრის მიერ კომპენსირებულ წუთებზე ალექსანდრე ინწკირველმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - გორელთა გამარჯვება ანგარიშით 4-1.

 

 

 

26.04.2012. ”დილა” (გორი) - ”ზესტაფონი” 4-1

დაწვრილებით:

 

დასასრულს მიახლოვებული სეზონის დასკვნით შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 29 მაისს გამართავს. ზესტაფონელთა და გაგრელთა შარშან ზაფხულზე ევროსარბიელზე ასპარეზობის, შემდგომი უამინდობისა და მრავალი სხვადასხვა მიზეზის გამო მრავალჯერ გადადებულ 2011 წლის საქართველოს სუპერთასის შეხვედრაში მარგველები საფეხბურთო კლუბ ”გაგრასდაუპირისპირდებინ,

 

რეზო სვანიძის ფოტოები

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005