ქართულ-აზერბაიჯანული დუელის პირველ მატჩს მარიუს ავრამი განსჯის
უეფას ოფიციალურ ინტერნეტ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის 2012-2013 წლის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის ბაქოში 17 ივლისს გასამართ ”ნეფტჩი”-”ზესტაფონის” წყვილის პირველ შეხვედრას რუმინელ არბიტრთა ბრიგადა მოემსახურება.
აზერბაიჯანის დედაქალაქის სტადიონ ”დალღა-არენაზე” 17 ივლისს გასამართი ქართულ-აზერბაიჯანული დუელის პირველ დაპირისპირებას რუმინელი არბიტრი მარიუს ავრამი განსჯის.
უნდა ითქვას, რომ, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ამ წყვილის პირველი მატჩის 32 წლის რუმინელ რეფერის ევროპაში მუშაობის საკმაო გამოცდილება დაუგროვდა - მთავარი არბიტრის რანგში მარიუს ავრამს უეფას ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდების მატჩებზეც უმუშავია და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მატჩებზეც. რუმინელი რეფერი საქართველოს ასაკობრივი ნაკრების შეხვედრასაც მომსახურებია - სწორედ მარიუს ავრამიგახლდათ მიმდინარე წლის 13 მაისს გამართული ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ჰოლანდია-საქართველოს ნახევარფინალური მატჩის არბიტრი.