Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

21.07.2012

 

 

 

 

 

ქართულ-აზერბაიჯანული დუელის მეორე მატჩს არტიომ კუჩინი განსჯის

 

 

 

 

 

 

 

 

უეფას ოფიციალურ ინტერნეტ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის 2012-2013 წლის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გასამართ ”ზესტაფონი”-”ნეფტჩის” წყვილის განმეორებით შეხვედრას ყაზახეთის წარმომადგენელ არბიტრთა ბრიგადა მოემსახურება.

 

 

24 ივლისს ზესტაფონში გასამართი ქართულ-აზერბაიჯანული დუელის განმეორებით დაპირისპირებას ყაზახეთის წარმომადგენელი არტიომ კუჩინი განსჯის.

 

უნდა ითქვას, რომ 34 წლის ყარაგანდელ რეფერის ევროპაში მუშაობის საკმაო გამოცდილება დაუგროვდა - არტიომ კუჩინს უეფას ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდების მატჩებზეც უმუშავია, ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატისა და ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მატჩებზეც. გარდა ამისა, ყაზახეთის წარმომადგენელ რეფერის უმსაჯია ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდების მატჩებიც და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ერთი შეხვედრაც. ყაზახეთში არტიომ კუჩინი იმითაა ცნობილი, რომ არის თავის ქვეყნის წარმომადგენელი პირველი რეფერი, რომელმაც (2010 წელს) უეფას ევროპის ლიგის დაპირისპირება ("ტიმიშოარა" (რუმინეთი) - "მიუპა" (ფინეთი)) იმსაჯა.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005