დუბლიორთა ტურნირი დასრულდა
2012 წლის 22 მაისს გაიმართა საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის დასკვნითი, ოცდამეცამეტე ტურის მატჩები. ”ზესტაფონის” დუბლიორები ბოლნისის საფეხბურთო კლუბ ”სიონის” მეორე გუნდს უმასპინძლეს.
ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: მეშველიანი (გიორგაძე, 65), გაგოშიძე, რობაქიძე, თორნიკე გრიგალაშვილი, ფირუზაშვილი (საცერაძე, 68), ჯიქიძე, გაჩეჩილაძე, ღირდალაძე (შარვაძე, 57), ხუჯაძე, ჭანტურიშვილი (ეგუტიძე, 70), ლომია (ომარ გრიგალაშვილი, 81).
ზესტაფონელ და ბოლნისელ დუბლიორთა მორიგი დაპირისპირება საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ბაზაზე გაიმართა. უნდა ითქვას, რომ მთელი მატჩის განმავლობაში განუწყვეტლივ წვიმდა, მაგრამ ამინდმა ვერც მარგველთა ბაზის მწვანე საფარს დააკლო რამე და ვერც დღევანდელი მატჩის სანახაობრივ მხარეს.
ზესტაფონელებმა სათამაშო და ტერიტორიული ინიციატივა თავიდანვე იგდეს ხელთ და 30-ე წუთზე ზურაბ ღირდალაძის მიერ გატანილი გოლის წყალობით მარგველები დაწინაურდნენ. 37-ე წუთზე საბა ლომიას გოლით ანგარიში ორამდე გაიზარდა, ხოლო 42-ეზე დავით ხუჯაძემ მასპინძლები უკვე დიდი უპირატესობითაც დააწინაურა. პირველ ნახევარში ბოლნისელთა რბევა 45-ე წუთზე მალხაზ გაგოშიძემ რეალიზებული 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმით დაასრულა,
მეორე ტაიმის საწყისი ნაწილი ორმხრივ იერიშებში მიმდინარეობდა. ასეთ თამაშში კი ბედმა თავდაპირველად სტუმრებს გაუღიმათ - 79-ე წუთზე მანუჩარ ოქროპირიძემ ზესტაფონელთა შეცდომით კარგად ისარგებლა და ანგარიში 4-1 გახადა.
მატჩის დასკვნითი ნაწილი მასპინძელთა უდიდესი უპირატესობით წარიმართა - 84-ე წუთზე ბერდია შარვაძემ ანგარიშში სხვაობა ისევ ოთხამდე გაზარდა, ხოლო 2 წუთის შემდეგ საბა ლომიას გოლით დღევანდელი შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა 6-1.
დუბლიორთა ტურნირის სატურნირო საბოლოო ცხრილი
|