08.08.2012
ახალი სეზონის სტარტზე
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საფეხბურთო სეზონის დაწყებისათვის მზადებას განაგრძობს. საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრაში მარგველები მარტვილის საფეხბურთო კლუბ ”მერანს” დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე უმასპინძლებენ.
მარგველები სეზონის სტარტისათვის ზესტაფონში ვარჯიშობენ და სეზონის დაწყებისათვის სწორედ საკუთარ ბაზაზე ემზადებიან. რაც შეეხება XXIV ეროვნული ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრას, მას გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი 11 აგვისტოს გამართვას - მარტვილელებთან მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.
უნდა ითქვას, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ხასიათის პრობლემის გამო "მერანთან" მატჩისათვის მზადებას ჯაბა დვალი და თეიმურაზ ღონღაძე გამოაკლდნენ. სამაგიეროდ, საერთო ჯგუფს შეუერთდა და მოახლოებული მატჩისათვის ემზადება გუნდის გერმანელი ახალწვეული პატრიკ მილხრაუმი.
დღევანდელი დღე ქვეყნის ორგზის ჩემპიონებმა დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის სატრენაჟორო დარბაზში ფიზმომზადების მწვრთნელ ივან ვუჩეტიჩთან ერთად დაიწყეს. რაც შეეხება საღამოს ვარჯიშს, ის, ტრადიციისამებრ, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზაზე გაიმართა.
* * *
სასირულო სიახლეთა რიცხვს განეკუთვნება ის გარემოება, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მწვანე მიმდორზე გიორგი ხიდეშელი გამოჩნდა. იმის მიუხედავად, რომ ფეხბურთელის მწყობრში საბოლოო დაბრუნებაზე საუბარი ჯერაც ნაადრევია, სასიამოვნოა, რომ გიორგიმ ინდივიდუალური პროგრამით მზადებას შეუდგა.
|