ინტერვიუ გიორგი ონიანთან
მადლობა ზესტაფონელ ქომაგებს!
26 მაისს, 19:00 სთ-ზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს თასის ფინალურ მატჩში "ზესტაფონი" გორის "დილას" დაუპირისპირდება.
გიორგი ონიანი "ზესტაფონს" სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს და ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ კარიერას გორის "დილაში" განაგრძობს. სწორედ ამიტომ ფინალის წინ იგი საინტერესო რესპონდენტად მივიჩნიეთ.
- თითოეული ჩვენგანი ძალიან მობილიზებული და საბრძოლოდ შემართულია. ბედნიერები ვართ, რომ ჩემპიონობა შევინარჩუნეთ, ახლა კი დუბლის შესრულების შანსი გვეძლევა და მის ხელიდან გაშვებას არ ვაპირებთ.
- შენი მომავალი გუნდის წინააღმდეგ თამაში ფსიქოლოგიურად ხომ არ გაგიჭირდება?
- "დილასთან" ჯერ მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება მაქვს, ამჟამად კი "ზესტაფონის" ფეხბურთელად ვრჩები. პროფესიონალი ვარ და თუ თამაშის საშუალება მომეცა, "ზესტაფონის" გამარჯვებისთვის ბოლომდე დავიხარჯები.
- რას ეტყოდი წასვლის წინ ზესტაფონელ გულშემატკივრებს?
- გამარჯვებისას თუ მარცხისას, მათგან ყოველთვის ვგრძნობდი დიდ სითბოსა და სიყვარულს, რისთვისაც ამ ხალხს დიდ მადლობას ვეუბნები. "ზესტაფონში" გატარებული სამი წელიწადი არასდროს დამავიწყდება და მთელი ცხოვრების განმავლობაში ტკბილად გამყვება.
|