გუშინ, 17 ივლისს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართა უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი შეხვედრა, რომელშიც ადგილობრივმა "ნეფთჩიმ" "ზესტაფონი" ანგარიშით 3-0 დაამარცხა.
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" და პირადად კლუბის პრეზიდენტს გვინდა, ბოდიში მოვუხადოთ როგორც იმ გულშემატკივრებს, ვინც, მრავალსაათიანი დამღლელი მოგზაურობის შემდეგ, ბაქოში ჩავიდნენ და "ზესტაფონს" დაუჭირეს მხარი, ასევე გუნდის უსუსური ასპარეზობით გულნატკენ ყველა იმ ადამიანს, ვინც გუშინდელი შეხვედრის პირდაპირ სატელევიზიო რეპორტაჟს ადევნა თვალყური.
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეზიდენტი გპირდებით, რომ გუნდი დაძლევს ბაქოს "ნეფთჩის" ბარიერს და უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის საგზურს მოიპოვებს...