Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

15.07.2012

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონის" საევროტურნირო სტატისტიკა

 

 

 

 

 

 

 

იმერული კლუბი, ზედიზედ მეექვსედ იღებს სტარტს ევროტურნირზე. 17 ივლისს, „ზესტაფონი" უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში აზერბაიჯანის „ნეფთჩის" ბაქოში დაუპირისპირდება. ეს იქნება ყვირილასპირელთა რიგით 21-ე საევროტურნირო მატჩი.


წინა თამაშებში, რომელთა სრულ ოქმებს ქვემოთ შემოგთავაზებთ, „ზესტაფონმა" 6 მატჩი მოიგო, 5 ფრედ ითამაშა და 9 წააგო (ბურთების ბალანსი 33:23). სულ განვლილ მატჩებში 43-მა „ზესტაფონელმა" მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან გოლი 11 ფეხბურთელის ანგარიშზეა.
ევროტურნირებზე ჩატარებული ყველაზე მეტი მატჩი, 2 ფეხბურთელზე მოდის. 18-18-ჯერ მოირგეს ფეროელთა მაისური ნიკოლოზ გელაშვილმა და ირაკლი ძარიამ. იმის გამო, რომ ისინი გუნდში აღარ არიან, მათი შედეგის გაუმჯობესების შანსი ორ ფეხბურთელს აქვს - ზაალ ელიავამ და ჯაბა დვალმა 16-16 მატჩი ითამაშეს „ზესტაფონის" რიგებში. ამდენივე აქვს გამართული შოთა გრიგალაშვილსაც, რომელიც გორის „დილაში" გადაბარგდა.


ყველაზე მეტი „ევროპული" გოლი ჯაბა დვალის ანგარიშზეა. მან 11-ჯერ შეძლო მეტოქის კიპერის დამწუხრება. შემდეგ მოდის 9 გოლის გამტანი გელაშვილი, გრიგალაშვილმა და ალექს ბენაშვილმა კი 3-3 გოლი გაიტანეს.


და ერთიც. სტუმრად გატანილი ბოლო საევროტურნირო გოლი „ზესტაფონმა" 2009 წლის 23 ივლისს მიითვალა. ეს ნიკა გელაშვილმა გააკეთა, რომელმაც შვედეთში „ჰელსინგბორგთან" 2:0-ით დააწინაურა ფეროელები. მას შემდეგ ევროპაში ნათამაშებ 6 მატჩში, ზესტაფონელებმა მეტოქის კიპერს ვერცერთი გოლი ვერ გაუტანეს. ასე რომ, არის შანსი გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილებმა, ეს მავნე ტრადიცია მომავალ სამშაბათს ბაქოში დაარღვიონ.

 

 

2007-2008წწ. ინტერტოტოს თასი
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი, პირველი მატჩი.
№ 1. „ტობოლი" (კუსტანაი, ყაზახეთი) - „ზესტაფონი" (საქართველო) 3:0 (0:0)
23.06.2007. კუსტანაი, „ცენტრალური". 6500 მაყურებელი.

„ტობოლი": პრიადკინი, მუკანოვი (ოსტაპენკო, 88), იურინი (ნურგალიევი, 53), დიმიტროვი, ირისმეტოვი, ნურდაულეტოვი, ხარაბარა (მეშკოვი, 82), ბაკაევი, ჟუმასკალიევი (კაპ.), ბალტიევი, სკორიხი.
მწვრთნელი: დიმიტრი ოგაი.
„ზესტაფონი": გრიგოლ ჭანტურია (კაპ.), სევასტი თოდუა, ედიკ საჯაია, როინ ონიანი, ედსონ სანტოსი (კახა ჩხეტიანი, 32), პოლ კესანი, ჟონატას ტორესი (ნიკა კვასხვაძე, 46), ჟილვან ვიეირა (ამირან სანაია, 70), გიორგი ჭელიძე, გაგა ჩხეტიანი, გოგი ფიფია.
მწვრთნელი: თემურ მახარაძე.
გოლები: ჟუმასკალიევი (62), ბალტიევი (64), ბაკაევი (73).
გაფრთხილებები: ხარაბარა, ონიანი, საჯაია.
მსაჯები: მატეი იუგი, რობერტ ზირნშტეინი, ბოიან ული (ყველა სლოვენია); იგორ კისტერი (ყაზახეთი).

პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი, საპასუხო მატჩი.
№2. „ზესტაფონი" - „ტობოლი" 2:0 (2:0)
30.06.2007. თბილისი, „მიხეილ მესხი". 1200 მაყურებელი.

„ზესტაფონი": გრიგოლ ჭანტურია (კაპ.), სევასტი თოდუა, ედიკ საჯაია, როინ ონიანი, ედსონ სანტოსი, პოლ კესანი, ალექს ბენაშვილი (ჟონატას ტორესი, 60), ნიკა კვასხვაძე, ჟილვან ვიეირა (შალვა ღონღაძე, 90), გაგა ჩხეტიანი, გოგი ფიფია.
მწვრთნელი: თემურ მახარაძე.
„ტობოლი": პრიადკინი (პეტუხოვი, 72), მუკანოვი, ნურგალიევი (იურინი, 46), დიმიტროვი, ირისმეტოვი, ნურდაულეტოვი, ხარაბარა, ოსტაპენკო (ლოტოვი, 90), ჟუმასკალიევი (კაპ.), ბალტიევი, სკორიხი.
მწვრთნელი: დიმიტრი ოგაი.
გოლები: საჯაია (3), ჩხეტიანი (37).
გაფრთხილებები: საჯაია, ფიფია, ოსტაპენკო, ბალტიევი.
მსაჯები: ვლადო სვილოკოში, იგორ კრმარი, სინიშა პრემუზაჟი (ყველა ხორვატია); არსენ ნონიკაშვილი (საქართველო).

2008-2009წწ. უეფას თასი.
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი, პირველი მატჩი.
№ 3. „დიორ ეტო" (დიორი, უნგრეთი)-„ზესტაფონი" 1:1 (0:1)
17.07.2008. დიორი, „ეტო-პარკი". 4000 მაყურებელი. 22:00

„დიორი": სტევანოვიჩი, ნიკოლოვი, სუპიჩი, ბანკი, პინტერი (ვიოლგოი, 67), ბოორი, იაკლი, იოჟში, ბიჩაკი (კოლტაი, 46), ბაიზატი, კოვაჩი.
მწვრთნელი: შანდორ ეგერვარი.
„ზესტაფონი": როინ კვასხვაძე, სევასტი თოდუა, უჩა ლობჟანიძე, ჟილვან ვიეირა, როინ ონიანი, ედსონ სანტოსი, მურთაზ დაუშვილი, ირაკლი ძარია (ზურაბ იონანიძე, 82), ნიკა კვასხვაძე (ფრიდოლინ ბოიომო, 46), ბექა გოცირიძე, ნიკოლოზ გელაშვილი (ერიკ რომეო ჩასემი, 69).
მწვრთნელი: თემურ მახარაძე.
გოლები: ვიეირა (45), ბოორი (58).
გაფრთხილებები: სტევანოვიჩი, ბოორი, ბაიზატი, ვიოლგოი, გოცირიძე, გელაშვილი.
მსაჯები: ანგელ ანგელოვი, ივან ვალჩევი, ვესელინ დობრიანოვი, გეორგი იორდანოვი (ყველა ბულგარეთი).
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი, საპასუხო მატჩი.
№ 4. „ზესტაფონი"-„დიორ ეტო" 1:2 (0:0)
31.07.2008. ზესტაფონი, „ცენტრალური". 4000 მაყურებელი. 17:00

„ზესტაფონი": როინ კვასხვაძე, სევასტი თოდუა, უჩა ლობჟანიძე, ჟილვან ვიეირა, როინ ონიანი (კაპ.) (ედსონ სანტოსი, 84), ფრიდოლინ ბოიომო, მურთაზ დაუშვილი, ირაკლი ძარია (ნიკა კვასხვაძე, 60), ერიკ რომეო ჩასემი (ზურაბ იონანიძე, 72), ბექა გოცირიძე, ნიკოლოზ გელაშვილი.
მწვრთნელი: თემურ მახარაძე.
„დიორი": სტევანოვიჩი, ნიკოლოვი (პაკოლიჩი, 55), სუპიჩი, ბანკი, პინტერი, ტოკოდი, იაკლი, იოჟში (ზოლტანი, 55), ბიჩაკი, კოლტაი, ბაიზატი (კუაქსი, 70).
მწვრთნელი: შანდორ ეგერვარი.
გოლები: გოცირიძე (51), იოზში (52), პაკოლიჩი (67).
გაფრთხილებები: ლობჟანიძე, გელაშვილი, იონანიძე, პინტერი, იოზში.
გაძევებები: პინტერი (80), ლობჟანიძე (90).
მსაჯები: ანასტასიოს კაკოსი, კონსტანტინოს დალასი, სპიროს ტრიფონასი, ილიას მაზარაკოსი (ყველა საბერძნეთი).
2009-2010წწ. ევროპის ლიგა.
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი, პირველი მატჩი.
№ 5. „ლისბურნი" (ჩრდილოეთ ირლანდია)-„ზესტაფონი" 1:5 (0:4)
02.07.2009. ლურგანი, „მურნევიევ პარკი". 22:45

„ლისბურნი": მერფი, სტიუარტ თომპსონი, მაკშეინი, სიმპსონი, კალაჰანი, უილანი, კილმარტინი, მელოჰი, გარი თომპსონი (ბენჯამენ ბრაუნი, 55), არმური (კინგსბერი, 69), შოუ (კორი (55).
მწვრთნელი: ჯიმი ბრაუნი.
„ზესტაფონი": ზურაბ მამალაძე, სევასტი თოდუა, გიორგი ხიდეშელი, გიორგი ონიანი, ზაალ ელიავა, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე აფციაური შოთა გრიგალაშვილი (თორნიკე გორგიაშვილი, 74), ირაკლი ძარია (ალექს ბენაშვილი, 57), ჯაბა დვალი (ნიკა კვასხვაძე, 88), ნიკოლოზ გელაშვილი.
მწვრთნელი: გიორგი გეგუჩაძე.
გოლები: 0:1 გელაშვილი (9), 0:2 გრიგალაშვილი (21), 0:3 გელაშვილი (33), 0:4 გრიგალაშვილი (37), 0:5 აფციაური (52), 1:5 უილანი (87).
გაფრთხილება: სტიუარტ თომპსონი.
მსაჯები: ტამაშ ბოგნარი, გაბორ ეროში, ლასლო ვისოკაი, როლანდ ვეიზერი (ყველა უნგრეთი).
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი, პირველი მატჩი.
№ 6. „ზესტაფონი"-„ლისბურნი" 6:0 (4:0)
09.07.2009. ზესტაფონი, „ცენტრალური". 17:00

„ზესტაფონი": ზურაბ მამალაძე, უჩა ლობჟანიძე, გიორგი ხიდეშელი, გიორგი ონიანი, ზაალ ელიავა (კარენ მაკარიანი, 46), მურთაზ დაუშვილი (ალექს ბენაშვილი, 46), თორნიკე აფციაური, შოთა გრიგალაშვილი, ირაკლი ძარია (თორნიკე გორგიაშვილი, 60), ჯაბა დვალი, ნიკოლოზ გელაშვილი.
მწვრთნელი: გიორგი გეგუჩაძე.
„ლისბურნი": მერფი, სტიუარტ თომპსონი, მაკშეინი, სიმპსონი, კალაჰანი, უილანი, კილმარტინი, მელოჰი, კინგსბერი (შოუ, 46), ბენჯამენ ბრაუნი (კორი, 46), არმური (გარი თომპსონი, 73).
მწვრთნელი: ჯიმი ბრაუნი.
გოლები: 1:0 დვალი (5), 2:0 დვალი (39), 3:0 დვალი (42), 4:0 გელაშვილი (44), 5:0 ბენაშვილი (86), 6:0 ბენაშვილი (90).
გაფრთხილებები: ბენაშვილი, სტიუარტ თომპსონი, სიმპსონი.
მსაჯები: აუგუსტუს ვიორელ კონსტანტინი, კრისტიან კონსტანტინ ნიკა, გეორგ ადრიან ვიდანი, ცეზარ გეორგიან იონესკუ (ყველა რუმინეთი).
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი, პირველი მატჩი.
№ 7. „ზესტაფონი"-„ჰელსინგბორგი" (შვედეთი) 1:2 (0:0)
16.07.2009. ზესტაფონი, „ცენტრალური". 4100 მაყურებელი. 18:00

„ზესტაფონი": ზურაბ მამალაძე (კაპ.), უჩა ლობჟანიძე, გიორგი ხიდეშელი, გიორგი ონიანი, ზაალ ელიავა, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე აფციაური (ნიკა კვასხვაძე, 85), შოთა გრიგალაშვილი, ირაკლი ძარია (ალექს ბენაშვილი, 68), ჯაბა დვალი (ზურაბ იონანიძე, 80), ნიკოლოზ გელაშვილი.
მწვრთნელი: გიორგი გეგუჩაძე.
„ჰელსინგბორგი": ჰანსონი, ტამბურა, ქრისტოფერ ანდერსონი, უოლსტედტი, ლანცი (სკულასონი, 85), მაკონდელე (ჰოლგერსონი, 80), ჰენრიკ ლარსონი (კაპ.), იონსონი (უნკური, 85), ლანდგრენი, ეკსტრანდი, მარკუს ნილსონი.
მწვრთნელი: ბო ნილსონი.
გოლები: 0:1 იონსონი (62), 1:1 ბენაშვილი (70), 1:2 ლარსონი (89).
გაფრთხილებები: დაუშვილი, ძარია, იონანიძე, ტამბურა.
მსაჯები: კარლო ბერტოლინი, რაფაელ ზედერი, სტეფან ბუჰლმანი, პატრიკ გრაფი (ყველა შვეიცარია).
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი, საპასუხო მატჩი.
№ 8. „ჰელსინგბორგი"-„ზესტაფონი" 2:2 დ.დ. (0:2)
23.07.2009. ჰელსინგბორგი, „ოლიმპია". 2580 მაყურებელი. 22:45

„ჰელსინგბორგი": ჰანსონი, ლანდგრენი, ქრისტოფერ ანდერსონი, ჰოლგერსონი, ლანცი (ბერგჰოლცი, 85), მაკონდელე (სუნდინი, 64), უოლსტედტი (სკულასონი, 46), ჰენრიკ ლარსონი (კაპ.), იონსონი, ეკსტრანდი, მარკუს ნილსონი.
მწვრთნელი: ბო ნილსონი.
„ზესტაფონი": ზურაბ მამალაძე (კაპ.), უჩა ლობჟანიძე, გიორგი ხიდეშელი, გიორგი ონიანი, ზაალ ელიავა, მურთაზ დაუშვილი (გიორგი ცხადაია, 84), თორნიკე აფციაური, შოთა გრიგალაშვილი, ირაკლი ძარია (ალექს ბენაშვილი, 74), ჯაბა დვალი, ნიკოლოზ გელაშვილი (ნიკა კვასხვაძე, 90+2).
მწვრთნელი: გიორგი გეგუჩაძე.
გოლები: 0:1 დვალი (29), 0:2 გელაშვილი (32), 1:2 ეკსტრანდი (90+3), 2:2 სუნდინი (100).
გაფრთხილებები: ლანცი, დაუშვილი, აფციაური, გრიგალაშვილი.
მსაჯები: ჰანეს კაასიკი, ჰანეს რეინვალდი, სილვერ კოივი, იაან როოსი (ყველა ესტონეთი).
2010-2011წწ. ევროპის ლიგა.
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი, პირველი მატჩი.
№9. „ზესტაფონი"-„ფაეტანო" (სერავალე, სან მარინო) 5:0 (3:0)
01.07.2010. ზესტაფონი, „დავით აბაშიძე". 20:00

„ზესტაფონი": როინ კვასხვაძე, ალექს ბენაშვილი, გიორგი ხიდეშელი, გიორგი ონიანი (კაპ.) (მამუკა კობახიძე, 77), ზაალ ელიავა, მურთაზ დაუშვილი, შოთა გრიგალაშვილი, ირაკლი ძარია (გოგი ფიფია, 62), შოთა ბაბუნაშვილი (თორნიკე გორგიაშვილი, 52), ჯაბა დვალი, ნიკოლოზ გელაშვილი.
მწვრთნელი: გიორგი გეგუჩაძე.
„ფაეტანო": დიმეტო, ვალენტინი (კაპ.), ბორონი, დელა ვალე, ბუჩი, პელეგრინო (ჯიარდი, 41), მორონი, მატია რინალდი, ვიროლი, რიჩი (ჯაკომო რინალდი, 75), რაგინი (მარიანი, 90).
მწვრთნელი: სერენო ურალდი.
გოლები: 1:0 გელაშვილი (20, პენ.), 2:0 დვალი (23), 3:0 გელაშვილი (24), 4:0 დვალი (62), 5:0 გორგიაშვილი (90).
გაფრთხილებები: დაუშვილი, გრიგალაშვილი, ბაბუნაშვილი, დელა ვალე, მორონი.
მსაჯები: ვლადო გლოდიოვიჩი, მილან მინიჩი, საშა ჟივკოვიჩი, სლობოდან ვესელინოვიჩი (ყველა სერბეთი).
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი, საპასუხო მატჩი.
№10. „ფაეტანო"-„ზესტაფონი" 0:0
08.07.2010. სერავალე, „ოლიმპიკო სერავალე". 22:30

„ფაეტანო": გოცი, ვალენტინი (კაპ.), ბორონი, დელა ვალე, ბუჩი, პელეგრინო, მორონი, მატია რინალდი, ჯიარდი, რიჩი (ვიროლი, 68), რაგინი (უგოლინი, 90).
მწვრთნელი: სერენო ურალდი.
„ზესტაფონი": ზურაბ მამალაძე (კაპ.), ალექს ბენაშვილი, გიორგი ხიდეშელი, მამუკა კობახიძე, ზაალ ელიავა, ირაკლი ძარია (შოთა გრიგალაშვილი, 70), თორნიკე გორგიაშვილი, გიორგი მიქაბერიძე (ნიკოლოზ გელაშვილი, 64), შოთა ბაბუნაშვილი, გოგი ფიფია, საბა ლომია (ჯაბა დვალი, 64).
მწვრთნელი: გიორგი გეგუჩაძე.
გაფრთხილებები: რინალდი, რიჩი, რაგინი, ბენაშვილი.
მსაჯები: იგნასი ვილამაიორ როსადოსი, ლოპეს ფიგალდო, რუი მაციელ დე ქუეიროში, ჰუგო უირდან პერეირა (ყველა ანდორა).
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი, პირველი მატჩი.
№ 11. „ზესტაფონი"-„დუკლა" (ბანსკა ბისტრიცა, სლოვაკეთი) 3:0 (1:0)
15.07.2010. ზესტაფონი, „დავით აბაშიძე". 20:00

„ზესტაფონი": როინ კვასხვაძე, ალექს ბენაშვილი, გიორგი ხიდეშელი, გიორგი ონიანი (კაპ.), ზაალ ელიავა, მურთაზ დაუშვილი, შოთა გრიგალაშვილი (კახა ალადაშვილი, 79), ირაკლი ძარია, შოთა ბაბუნაშვილი (თორნიკე აფციაური, 30), ჯაბა დვალი (გოგი ფიფია, 79), ნიკოლოზ გელაშვილი.
მწვრთნელი: გიორგი გეგუჩაძე.
„დუკლა": ბოროში, ჰუჩკო (პიხი, 66), პოლიოვკა (კაპ.), ადამიკი, პლევა, პოვაჟანეცი, პანჩიკი, დურიში, გაიდოში (დურიცა, 77), ბრაშენი, სავიჩი.
მწვრთნელი: კაროლ მარკო.
გოლები: 1:0 დვალი (24), 2:0 ძარია (48), 3:0 დვალი (65).
გაფრთხილებები: დაუშვილი, გელაშვილი, დურიში, ბრაშენი, სავიჩი.
მსაჯები: ვიაჩესლავ ბანარი, სერგეი ტროფანი, სერგიუ ბესლიუ, ვიკტორ გეკუ (ყველა მოლდოვა).
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი, საპასუხო მატჩი.
№ 12. „დუკლა"-„ზესტაფონი" 1:0 (1:0)
22.07.2010. ბანსკა ბისტრიცა, „სტიავნიცკი". 19:00

„დუკლა": ბოროში, ჰუჩკო, პოლიოვკა (კაპ.), ადამიკი, მუჰამადუ სეი, პანჩიკი, დურიში, გაიდოში (დურიცა, 75), ბრაშენი (პიხი,65), ვაიდა (პლევა, 68), სავიჩი.
მწვრთნელი: კაროლ მარკო.
„ზესტაფონი": როინ კვასხვაძე, ალექს ბენაშვილი (კახა ალადაშვილი, 56), გიორგი ხიდეშელი, გიორგი ონიანი, ზაალ ელიავა, თორნიკე გორგიაშვილი (შოთა ბაბუნაშვილი, 57), შოთა გრიგალაშვილი, ირაკლი ძარია, თორნიკე აფციაური (კაპ.) (გოგი ფიფია, 83), ჯაბა დვალი, ნიკოლოზ გელაშვილი.
მწვრთნელი: გიორგი გეგუჩაძე.
გოლი: 1:0 დურიში (28).
გაფრთხილებები: ადამიკი, ვაიდა, პიხი, ელიავა.
მსაჯები: დრაგომირ სტანკოვიჩი, ვლადანკო პანიჩი, რადე ვუკელიჩი, სრდან კაურინი (ყველა სერბეთი).

მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი, პირველი მატჩი.

№ 13. „კარპატი" (ლვოვი, უკრაინა)-„ზესტაფონი" 1:0 (1:0)
29.07.2010. ლვოვი, „უკრაინა". 20:15

„კარპატი": ტლუმაკი (კაპ.), გოდვინი (გრიგორი ბარანეცი, 77), კოჟანოვი (ბორის ბარანეცი, 85), ფედეცკი, ტკაჩუკი, ბატისტა, მილოშევიჩი, ტუბიჩი, ხუდობიაკი, ზენიოვი (სანდრო გურული, 53), ოშჩუპკო.
მწვრთნელი: ოლეგ კონონოვი.
„ზესტაფონი": როინ კვასხვაძე, კახა ალადაშვილი, გიორგი ხიდეშელი, გიორგი ონიანი (კაპ.), ზაალ ელიავა, მურთაზ დაუშვილი, შოთა ბაბუნაშვილი (თორნიკე აფციაური, 58), შოთა გრიგალაშვილი, ირაკლი ძარია (გოგი ფიფია, 80), ჯაბა დვალი, ნიკოლოზ გელაშვილი (საბა ლომია, 90).
მწვრთნელი: გიორგი გეგუჩაძე.
გოლი: 1:0 ხუდობიაკი (6).
გაფრთხილებები: კოჟანოვი, მილოშევიჩი.
მსაჯები: ლარს ქრისტოფერსენი, ნილს ჰოგი, ლარს ჰუმელგაარდი, ჰენინგ იენსენი (ყველა დანია).

მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი, საპასუხო მატჩი.
№ 14. „ზესტაფონი"-„კარპატი" 0:1 (0:0)
05.08.2010. ზესტაფონი, „დავით აბაშიძე". 20:00

„ზესტაფონი": როინ კვასხვაძე, კახა ალადაშვილი, გიორგი ხიდეშელი, გიორგი ონიანი, ზაალ ელიავა, მურთაზ დაუშვილი (ალექს ბენაშვილი, 80), თორნიკე აფციაური (კაპ.), შოთა გრიგალაშვილი, ირაკლი ძარია (შოთა ბაბუნაშვილი, 60), ჯაბა დვალი (რატი წინამძღვრიშვილი, 66), ნიკოლოზ გელაშვილი.
მწვრთნელი: გიორგი გეგუჩაძე.
„კარპატი": ტლუმაკი (კაპ.), გოდვინი, კოჟანოვი (გრიგორი ბარანეცი, 90), ფედეცკი, ტკაჩუკი, ბატისტა, მილოშევიჩი, ტუბიჩი, ხუდობიაკი, ზენიოვი (სანდრო გურული, 45), ოშჩუპკო (აველარი, 32).
მწვრთნელი: ოლეგ კონონოვი.
გოლი: 0:1 კოჟანოვი (89).
გაფრთხილებები: ონიანი, ბატისტა, ტუბიჩი.
მსაჯები: ტომი სკიერვენი, ფრანკ ანდასი, კიმ ტომას ჰაგლუნდი, კენ ჰენრი იონსენი (ყველა ნორვეგია).

2011-2012წწ. ჩემპიონთა ლიგა.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი, პირველი მატჩი.
№15. „ზესტაფონი"-„დაჩია" (კიშინიოვი, მოლდოვა) 3:0 (3:0)
13.07.2011. ზესტაფონი, „დავით აბაშიძე". 20:00

„ზესტაფონი": როინ კვასხვაძე, თეიმურაზ ღონღაძე, გიორგი ხიდეშელი, გიორგი ონიანი, ზაალ ელიავა, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე აფციაური (კაპ.) (შოთა ბაბუნაშვილი, 86), შოთა გრიგალაშვილი, ირაკლი ძარია (თორნიკე გორგიაშვილი, 71), ჯაბა დვალი, ნიკოლოზ გელაშვილი (რატი წინამძღვრიშვილი, 69).
მწვრთნელი: გიორგი გეგუჩაძე.
„დაჩია": გაიდუჩევიჩი, ატანაკოვიჩი (მამაჰი, 42), გამეზარდაშვილი, დობრე (კაპ.), დიმოვსკი, ონიკა (ორბუ, 79), კოჟოკარი, მიჰაილოვი, ტუმბაშევიჩი, სტიეპანოვიჩი, ნეჩაევი (დედოვი, 46).
მწვრთნელი: იგორ დობროვოლსკი.
გოლები: 1:0 გელაშვილი (14), 2:0 დვალი (23), 3:0 დვალი (40).
გაფრთხილებები: დაუშვილი, კოჟოკარი.
მსაჯები: ჰალის ოზკაია, ორკუნ აკტაში, ქემალ ბინგული, ჰაკან ჩეილანი (ყველა თურქეთი).
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი, საპასუხო მატჩი.
№ 16. „დაჩია"-„ზესტაფონი" 2:0 (1:0)
20.07.2011. კიშინიოვი, „ზიმბრუ". 21:00

„დაჩია": გაიდუჩევიჩი, ილიესკუ (კაპ.) პოპოვიჩი (პავლოვი, 84), ორბუ, მიჰაილოვი, სტიეპანოვიჩი, დედოვი (კრკოტიჩი, 70), ტუმბაშევიჩი (ნეჩაევი, 77), მამაჰი, დიმოვსკი, კოჟოკარი.
მწვრთნელი: იგორ დობროვოლსკი.
„ზესტაფონი": როინ კვასხვაძე, თეიმურაზ ღონღაძე, გიორგი ხიდეშელი (მამუკა კობახიძე, 86), გიორგი ონიანი, ზაალ ელიავა, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე აფციაური (კაპ.) (თორნიკე გორგიაშვილი, 82), შოთა გრიგალაშვილი, ირაკლი ძარია, ჯაბა დვალი (კახა ალადაშვილი, 69), ნიკოლოზ გელაშვილი.
მწვრთნელი: გიორგი გეგუჩაძე.
გოლები: 1:0 პოპოვიჩი (20), 2:0 ორბუ (90+2, პენ.).
გაფრთხილებები: ილიესკუ (50), ღონღაძე (59, 64), ონიანი (90).
გაძევება: ღონღაძე (64).
მსაჯები: მატეი იუგი, მატეი ჟინიჩი, მილან კოგეი, ვოიკო გორიჩანი (ყველა სლოვენია).
მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი, პირველი მატჩი.
№ 17. „ზესტაფონი"-„შტურმი" (გრაცი, ავსტრია) 1:1 (0:0)
26.07.2011. თბილისი, „ბორის პაიჭაძე". 20:00

„ზესტაფონი": როინ კვასხვაძე, კახა ალადაშვილი (ალექს ბენაშვილი, 82), მამუკა კობახიძე, გიორგი ონიანი, ზაალ ელიავა (გიორგი ჭანკოტაძე, 87), მურთაზ დაუშვილი (თორნიკე გორგიაშვილი, 57), თორნიკე აფციაური (კაპ.), შოთა გრიგალაშვილი, ირაკლი ძარია, ჯაბა დვალი, ნიკოლოზ გელაშვილი.
მწვრთნელი: გიორგი გეგუჩაძე.
„შტურმი": გრაცეი, ფოფხაძე, ვებერი (კაპ.), მურატოვიჩი, ბურგშტალერი, კაინცი (შტანგლი, 90), ნეუჰოლდი, ეჰრენრეიხი, კინასტი (ჰაასი, 82), სანდრო ფოდა (კოხი, 82), ვოლფი.
მწვრთნელი: ფრანკო ფოდა.
გოლები: 1:0 გელაშვილი (74), 1:1 ვოლფი (78).
გაფრთხილებები: ვებერი (11), ალადაშვილი (22), აფციაური (59).
მსაჯები: ანასტასიოს კაკოსი, ხრისტოს აკრივოსი, ხრისტოს მპალდასი, ანასტასიოს სიდიროპულოსი (ყველა საბერძნეთი).
მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი, საპასუხო მატჩი.
№ 18. „შტურმი"-„ზესტაფონი" 1:0 (0:0)
03.08.2011. გრაცი, „UPC არენა". 22:30

„შტურმი": გრაცეი, ფოფხაძე, ვებერი (კაპ.), ჰოლცლი, შაბიჩი (ბოდული, 74), დუდიჩი, ბურგშტალერი, ეჰრენრეიხი, კინასტი (ჰაასი, 90), მურატოვიჩი, ვოლფი (კაინცი, 85).
მწვრთნელი: ფრანკო ფოდა.
„ზესტაფონი": როინ კვასხვაძე, კახა ალადაშვილი, მამუკა კობახიძე, გიორგი ონიანი, ზაალ ელიავა, მურთაზ დაუშვილი (თორნიკე გორგიაშვილი, 53), თორნიკე აფციაური (კაპ.) (შოთა ბაბუნაშვილი, 76), შოთა გრიგალაშვილი, ირაკლი ძარია (რატი წინამძღვრიშვილი, 80), ჯაბა დვალი, ნიკოლოზ გელაშვილი.
მწვრთნელი: გიორგი გეგუჩაძე.
გოლი: 1:0 კინასტი (68).
გაფრთხილებები: ვოლფი (51), გელაშვილი (58), ონიანი (66), გრიგალაშვილი (84).
მსაჯები: ენტონი გოტიე, მიშელ ანონიე, ემანუელ ბოისდენგიენი, ფილიპ მალიგი (ყველა საფრანგეთი).
უეფას ევროპის ლიგის პლეი ოფი, პირველი მატჩი
№ 19. „ზესტაფონი"-„ბრიუგე" (ბელგია) 3:3 (0:2)
18.08.2011. თბილისი, „ბორის პაიჭაძე". 20:30

„ზესტაფონი": როინ კვასხვაძე, თემურ ღონღაძე (ალექს ბენაშვილი, 58), ედიკ საჯაია, მამუკა კობახიძე, ზაალ ელიავა, თორნიკე გორგიაშვილი, თორნიკე აფციაური (კაპ.), შოთა გრიგალაშვილი, ირაკლი ძარია (შოთა ბაბუნაშვილი, 80), ჯაბა დვალი (რატი წინამძღვრიშვილი, 74), ნიკოლოზ გელაშვილი.
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი.
„ბრიუგე": კოოსემანსი, ჰოგლი, ალმებაკი, ჰოფკენსი (კაპ.), ზიმლინგი, რეფაელოვი (ლესტიენი, 70), დირარი, ვასკესი, აკპალა (მეუნიე, 81), დონკი, ოჯიჯა-ოფოე (ვან აკერი, 61).
მწვრთნელი: ადრი კოსტერი.
გოლები: 0:1 აკპალა (27), 0:2 რეფაელოვი (30), 1:2 გელაშვილი (59), 2:2 დვალი (65), 2:3 ჰოფკენსი (73), 3:3 გელაშვილი (83).
გაფრთხილებები: კობახიძე (29), დვალი (30), ვასკესი (70), ბენაშვილი (90).
მსაჯები: ჰერალდ ლეხნერი, ანდრეას ფელინგერი, ანდრეას ჰეიდენრეიხი, მანუელ შუტენგრუბერი (ყველა ავსტრია).
უეფას ევროპის ლიგის პლეი ოფი, საპასუხო მატჩი
№ 20. „ბრიუგე"-„ზესტაფონი" 2:0 (0:0)
25.08.2011. ბრიუგე, „იან ბრეიდელი". 22:30

„ბრიუგე": კოოსემანსი, ჰოგლი, ალმებაკი, ჰოფკენსი (კაპ.), ზიმლინგი, რეფაელოვი, დირარი, ვასკესი (ბლონდელი, 65), აკპალა (მეუნიე, 71), დონკი, ოჯიჯა-ოფოე (ვან აკერი, 78).
მწვრთნელი: ადრი კოსტერი.
„ზესტაფონი": როინ კვასხვაძე, კახა ალადაშვილი (ედიკ საჯაია, 44), გიორგი ონიანი, მამუკა კობახიძე, ზაალ ელიავა, თორნიკე გორგიაშვილი, თორნიკე აფციაური (კაპ.) (რატი წინამძღვრიშვილი, 57), შოთა გრიგალაშვილი, ირაკლი ძარია (ალექს ბენაშვილი, 33), ჯაბა დვალი, ნიკოლოზ გელაშვილი.
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი.
გოლები: 1:0 აკპალა (7), 2:0 აკპალა (26).
გაფრთხილებები: ვასკესი (21), ძარია (21), ონიანი (23), ალადაშვილი (34).
მსაჯები: ტონი ასუმაა, მატი ჰეინინენი, მიკო ალაკარე, დენის ანტამო (ყველა ფინეთი).

 

www.sport.ghn.ge.

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2012