Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

18.07.2012

 

 

 

 

 

 

მარცხი "დალღა-არენაზე"

 

 

 

 

 

 

 

2012 წლის 17 ივლისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” უეფას ჩემპიონთა ლიგის 2012-2013 წლის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი შეხვედრა გამართა. აზერბაიჯანის დედაქალაქის სტადიონ "დალღაზე" გამრთულ შეხვედრაში მარგველებს ბაქოს საფეხბურთო კლუბმა "ნეფთჩიმ" უმასპინძლა.

 

გთავაზობთ ინტერნეტ-საიტ ”ჯეოსპორტ.ჯის” ჟურნალისტ აკაკი ცხადაძის პუბლიკაციას, რომელიც ბაქოშ გუშინ გამართული შეხვედრის პერიპეტიებს მოკლედ მიმოიხილავს ...

 

"დღეს ბაქოში სტადიონ "დალღა არენაზე" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს "ნეფთჩი" და "ზესტაფონი" დაუპირისპირდნენ. მასპინძელმა კლუბმა სტუმარს 3 უპასუხო გოლი გაუტანა.


არადა, შეხვედრა კარგად დავიწყეთ, გვქონდა კარგი შანსები, თუმცა ვერ გამოვიყენეთ და აქეთ დავისაჯეთ: 22-ე წუთზე მცველების სასტიკი შეცდომით ჯავიდ იმამვერდიევმა ისარგებლა, ზუსტად ორ წუთში ისევ ჩავარდა იმერელთა დაცვა და ამჯერად ჩვენი კარი ჯულიუს ვობაიმ უძლიერესი დარტყმით დალაშქრა - 2:0.

 

სამწუხაროდ, მეორე ტაიმში არაფერი შეცვლილა და პირიქით, აქეთ გავუშვით გოლი - მცველების და მეკარის შეუთანხმებელი მოქმედებით აზერბაიჯანელებმა ისარგებლეს და საბოლოო ანგარიში 3:0 ნიკოლას კანალესის გოლით დააფიქსირეს!"

 

პრესკონფერენცია:


გიორგი ჭიაბრიშვილი:
“ეს იყო ერთ-ერთი უცუდესი თამაში ჩემი გუნდისა. სრულ პასუხისმგებლობას ჩემ თავზე ვიღებ. არაფერი გამოგვდიოდა. ყველაფერს ვეცდებით, ზესტაფონში გამოვასწოროთ მდგომარეობა. წინ კიდევ ერთი თამაშია და უშანსოდ ნამდვილად არ ვართ. "ნეფთჩი" კარგი გუნდია და კარგადაც ითამაშა, მაგრამ ანგარიში ძალთა რეალურ შეფარდებას ნამდვილად არ ასახავს. აზერბაიჯანელებმა, რასაც ფიქრობდნენ, იმას მიაღწიეს. დაამტკიცეს, რომ საფუძვლიანი იყო მათი ოპტიმიზმი, თუმცა კიდევ გავიმეორებ, ერთ კვირაში კიდევ ერთხელ გვიწევს თამაში. თუ ორი მატჩის ჯამში “ნეფთჩი” გავა, ვაღიარებ, რომ ჩემი კოლეგა მართალი იყო თავისი პროგნოზების გაკეთებისას. მთლიანად გუნდმა გუნდს აჯობა და ბაქოელთაგან არავის გამოვარჩევ. პროცენტულად აღარ შევაფასებ. ვიტყვი რომ შანსები შემცირდა, მაგრამ მაინც არსებობს და ვეცდებით გამოვიყენოთ. პირველი გოლი გავუშვით თუ არა, უმალ უპატიებელი შეცდომა დავუშვით და უკვე ორი ბურთით ჩამოვრჩით..."

 

 

17.07.2012. ”ნეფთჩი” (ბაქო, აზერბაიჯანი) - ”ზესტაფონი” 3-0

 

 

ლაშა კუპრაშვილის ფოტოები

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2012