2012 წლის 24 ივლისს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებითი შეხვედრა, რომელშიც საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” აზერბაიჯანის ჩემპიონ ბაქოს ”ნეფთჩის” უმასპინძლეს ...
ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებითი შეხვედრის წინა დღეს ქართული და აზერბაიჯანული გუნდები "დავით აბაშიძეზე" ივარჯიშებენ, ხოლო მონაწილე გუნდების მწვრთნელ-ფეხბურთელები წინასამატჩო პრეს-კონფერენციებს გამართავენ.
აზერბაიჯანული დელეგაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხვალ, 10:00 საათზე, ჩარტერული რეისით ჩამოფრინდება. საქართველოს დედაქალაქიდან სტუმრები გეზს დასავლეთ საქართველოსკენ აიღებენ და წყალტუბოს სასტუმრო "სპა-ოტელში" დაბინავდებიან. 20:30 საათზე, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში გაიმართება "ნეფთჩის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლის ტარლან ახმედოვის პრეს-კონფერენცია, ხოლო 21:00 საათზე ბაქოელები ზესტაფონის სტადიონზე ივარჯიშებენ. რაც შეეხება მასპინძლებს, მარგველთა მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი მედიის წარმომადგენლებს 19:30 საათზე შეხვდება, ხოლო ქართული გუნდის ვარჯიში 20:00 საათზეა დაგეგმილი.