30.07.2012
ინტერვიუ ჯაბა დვალთან
“ავსტრიული “ზალცბურგი” ლუქსემბურგის გუნდმა გამოთიშა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ “ზალცბურგი” ფეხბურთს უნდა შეეშვას. ცუდია, რაც “ნეფთჩისთან” დაგვემართა. არ იყო ეს ის გუნდი, რომლის გაგდება “ზესტაფონს” არ შეეძლო, ძალიან დამწყდა გული, მაგრამ ცხოვრება გრძელდება”, – ეს “ზესტაფონის” ფორვარდ ჯაბა დვალის სიტყვებია, რომელიც მან “მსოფლიო სპორტთან” ინტერვიუში თქვა...
- გუნდთან ერთად არ ვარჯიშობთ?
- არა, თბილისში ვარ. ფეხი მტკივა და ვმკურნალობ.
- დიდი ხანი გაგიცდებათ?
- არა. მალე, რამდენიმე დღეში დავიწყებ ვარჯიშს.
- გასაგებია. “ნეფთჩისთან” მატჩებზე უნდა გკითხოთ. რამ გამოიწვია ასეთი მარცხი?
- არ ვფიქრობ, რომ “ნეფთჩი ძლიერი იყო. მოუმზადებლები შევხვდით მასთან მატჩებს.
- შემადგენლობას გულისხმობთ თუ თამაშს?
- ორივეს.
- როდესაც ზესტაფონში გოლი გაიტანეთ და 2:0 გახდა, რა იფიქრეთ? და თქვენი აზრით, რა მოხდებოდა, მალევე, სამ წუთში რომ არ გაგეშვათ გოლი?
- ახლაც იმ აზრზე ვარ, რომ “ნეფთჩის” ბარიერი უნდა გადაგველახა. წავაგეთ 0:3 და შინ 2:0 მიგვყვავდა, წინ მთელი თამაში იყო და შეგვეძლო, ბოლომდე მიგვეყვანა საქმე. სამწუხაროდ, არ გამოგვივიდა რიგი მიზეზების გამო.
- მოშვებულობის ბრალია?
- არ ვიცი. ეს გარედან უფრო ჩანს. თამაშში ბოლომდე ვიყავი ჩართული და ევრაფერს გეტყვით.
- დვალი-გელაშვილის შემტევი დუეტი საქართველოში საუკეთესო იყო. რამდენად იმოქმედა თქვენზე გელაშვილის არყოფნამ?
- ნიკა ძლიერი ფორვარდია და რა თქმა უნდა, მისი წასვლა ძალიან დაგვეტყო. მეორე მხრივ, მიხარია, რომ კარგ გუნდში წავიდა და დარწმუნებული ვარ, იმაზე უკეთ ითამაშებს, ვიდრე ახლა თამაშობს. და მაინც, ვფიქრობ, რომ ასე არ უნდა დაგვტყობოდა ნიკას წასვლა...
- ახლა გაცილებით დიდი დატვირთვა მოდის თქვენზე.
- არის ეს მომენტი. ჩვენ 3 წელი ვითამაშეთ ერთად და მაშინ შედარებით მიადვილდებოდა თამაში. ახლა კი, “ზესტაფონში” არიან კარგი ახალგაზრდა ფორვარდები და ვნახოთ.
- ეროვნული ნაკრების თემაზე: თემურ ქეცბაია არ გიძახებთ და მიზეზი თუ იცით?
- ამაზე უკვე იმდენჯერ მკითხეს, რომ ვფიქრობ, საჭირო აღარაა გაგრძელება. ალბათ, ღირსი არ ვარ გამოძახების. თუ მენდობიან, ძალიან გამიხარდება. მწვრთნელის გადასაწყვეტია და მე რა ვთქვა...
- როგორც შევიტყვეთ, თბილისის “დინამოს” სურს თქვენი შეძენა...
- არაფერი გამიგია. “ზესტაფონთან” კიდევ 2-წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს. თუ კლუბმა არ მოისურვა ჩემი გაყიდვა, არაფერი გამოვა. ჯერჯერობით, კონკრეტული არაფერია.
- “ზესტაფონს” არ უთქვამს თქვენთვის, რომ “დინამო” დაინტერესებულია?
- ასე რომ იყოს, მეტყვიან..
იბეჭდება შემოკლებით ... |