09.07.2012
ახალწვეული მარგველთა რიგებში
|
გიორგი კაჭკაჭიშვილი ”ზესტაფონში” დაბრუნდა
|
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” ახალწვეული ჰყავს - მარგველთათვის კარგად ნაცნობი 21 წლის ფეხბურთელის სახელია გიორგი კაჭკაჭიშვილი. ახალგაზრდა მცველი, რომელიც ბოლოს ბათუმის საფეხბურთო კლუბ ”დინამოში” ასპარეზობდა, იმერული კლუბის ღირსებას მომდევნო 3 წლის განმავლობაში დაიცავს.
ორიოდე სიტყვით საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონში ” ორწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებული ფეხბურთელის შესახებ - გიორგი კაჭკაჭიშვილი იმერული კლუბის ღირსებას 2009-2010 წლებში იცავდა. ბოლო ორი სეზონი კი ფეხბურთელმა ბათუმში გაატარა - გასული სეზონის შედეგების მიხედვით, გიორგიმ, აჭარელ დინამოელებთნ ერთად, საქართველოს საფეხბურთო პირველობის უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონში” მეორედ მოსვლამდე ფეხბურთელს შემდეგ საფეხბურთო კლუბებში უასპარეზია: ”შევარდენი” (თბილისი) - 2002 - 2003, ”ნორჩი დინამოელი”- 2003 - 2005, ”დინამო” (2) (თბილისი) - 2005-2008, ”ზესტაფონი” - 2009-2010, ”დინამო” (ბათუმი) - 2011-2012.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ღირსებას გიორგი კაჭკაჭიშვილი 33-ნომრიანი მაისურით დაიცავს.
|