07.06.2019
მატჩისწინა ვარჯიში "ზესტაფონის" ბაზაზე
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო-2020-ს შესარჩევი ციკლის უახლოესი ორი მატჩისთვის მზადება თბილისის ზღვაზე, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზაზე დაიწყო და გუშინ იქვე დაასრულა - 7 ივნისს ვლადიმირ ვაისის გუნდი თბილისში გიბრალტარს უმასპინძლებს, ხოლო 10 ივნისს დანიას კოპენჰაგენში ეწვევა.
აღსანიშნავია, რომ გიბრალტარის ეროვნულ ნაკრებთან მატჩისწინა ვარჯიში ვლადიმირ ვაისის გუნდმა სწორედ თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე გამართა. რაც შეეხება ხმელთაშუაზღვისპირელებთან დაპირისპირებას, ის დღეს, 7 ივნისს, "დინამო-არენაზე" გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება...
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეს-სამსახური კი გთავაზობთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ ფოტო- და ვიდეომასალას, რომელზეც ეროვნული გუნდის ჩვენი კლუბის ბაზაზე ვარჯიშის ფრაგმეტებია ასახული და ქვეყნის მთავარ გუნდს მოახლოვებულ მატჩებსა და მთლიანად შესარჩევ ციკლში წარმატებებს ვუსურვებთ!
გამოყენებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდის მასალა |