30.07.2019
გამარჯვება ჭიათურელებთან შეხვედრაში
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მიმდინარე სეზონის განახლებისათვის მზადებას განაგრძობს. საზაფხულო პაუზისას გამართული რიგით მეოთხე ამხანაგური შეხვედრა გუნდმა 29 ივლისს გამართა - ზესტაფონის ბაზაზე მასპინძლებს მეოთხელიგელი საფეხბურთო კლუბი "ჭიათურა" ესტუმრა.
შეხვედრა რეგიონლიგაში მოასპარეზე ზესტაფონელთა დიდი უპირატესობით წარიმართა და მათივე დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 3-0 დასრულდა. გამარჯვებულთა რიგებში გატანილი გოლებით თავი ნოდარ გაჩეჩილაძემ, კობა გოგობერიშვილმა და აკაკი დვალმა გამოიჩინეს.
"ზესტაფონმა" ასეთი შემადგენლობით იასპარეზა: გიორგაძე, ჭურაძე, ხუჯაძე, ვარდოსანიძე, ჩხიკვაძე, ზაქარაშვილი, სამხარაძე, გაჩეჩილაძე, გოგობერიშვილი, დვალი, ბ. ბერაძე. მეორე ტაიმში მასპინძელთა რიგებში ზუზაძე და ნასრაძე გამოჩნდნენ.
რაც შეეხება მიმდინარე სეზონის მეორე ეტაპს, რეგიონალური ლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფის" ტურნირი სტარტს 7 აგვისტოს აიღებს - ამ დღეს ჩვენი გუნდი თანაქალაქელ "მარგვეთი-2006"-ს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს...
|