Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

18.02.2020

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონი" თბილისში ჭაბუკთა აკადემიას აყალიბებს

 

 

 

 

 

 

მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მარტიდან ფუნქციონირებას იწყებს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" აკადემია. კლუბის მენეჯმენტის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, ზესტაფონში მოქმედი ჭაბუკთა გუნდების პარალელურად, ბავშვთა აკადემიის თბილისში შექმნის შესახებ.

 

სავარჯიშო პროცესი წარიმართება საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე, სწორედ იმ მინდვრებზე, სადაც სისტემატურად ვარჯიშობს საქართველოს ეროვნული ნაკრები.

 

საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" აცხადებს 2010, 2011, 2012 და 2013 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა მიღებას. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის შემდეგ ნომერზე: (032)-2987003.

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2020