Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

18.01.2020

 

 

 

 

 

 

 

 

წარმატებები თორნიკეს!

 

 

 

 

 

 

თორნიკე ახვლედიანი
 

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის "დინამო" ზამთრის შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრა, სადაც დინამოელები რამდენიმე ტესტმატჩებს გამართავენ. ჩვენი ინტერნეტგვერდის მკითხველთა ყურადღება კი ამ ფაქტზე იმის გამო შევაჩერეთ, რომ ქვეყნის მოქმედ ჩემპიონთა რიგებში ახალგაზრდა ფორვარდი თორნიკე ახვლედიანი იმყოფება...

 

გთავაზობთ მცირე ამონარიდს სპორტულ გაზეთ "ლელოში" 17 იანვარს გამოქვეყნებული მასალიდან, რომელშიც ჩვენი გუნდის ექს-ფორვარდზეა საუბარი: "ცოტა უფრო მეტი ვთქვათ ახვლედიანზე - თორნიკე შემტევია და საინტერესო ფეხბურთელია. ახვლედიანზე უკვე ვწერდით. მისი კარიერა "გაგრაში" დაიწყო და ესპანეთში გაგრძელდა. ითამაშა "ლეგანესის" მეორე გუნდში და "ლორკაში", სადაც მას ურუგვაის ნაკრებისა და ლა კორუნიის "დეპორტივოს" ექსფორვარდი ვალტერ პანდიანი წვრთნიდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის მენეჯერ ირაკლი ხვედელიანის აღმოჩენაა.

 

ესპანეთიდან დაბრუნების შემდეგ ახვლედიანმა მეხუთე ლიგაში მოასპარეზე "ზესტაფონის" მაისურა მოირგო და საქართველოს ორგზის ჩემპიონის შემადგენლობაში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა - უმოკლეს დროში შეაყვარა თავი ზესტაფონელ გულშემატკივარს, გოლი გოლზე შეაგდო რეგიონულ ლიგაში. კარგი სავარჯიშო პირობები, ნდობა და ფეხბურთელის თავდადება - ახვლედიანმა და "ზესტაფონმა" ერთად დაამტკიცეს, რომ მეხუთე ლიგაშიც შეიძლება განვითარდეს მოთამაშე.

 

არ გვახსენდება ბოლო დროს პრეცენდენტი, რეგიონული ლიგიდან ფეხბურთელი თბილისის "დინამოში" (ქვეყნის ჩემპიონ გუნდში) მისულიყოს. თურქულ შეკრებაზე ახალგაზრდა ფორვარდმა უნდა დაამტკიცოს, რომ გუნდისთვის სარგებლობის მოტანა შეუძლია"...

 

საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" თორნიკე ახვლედიანს შემდგომ კარიერაში წარმატებებს უსურვებს!

 

ალეკო კაკაურიძე, სპორტული გაზეთი "ლელო"

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2020