Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

06.07.2018

 

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონმა" მზადება დაიწყო

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის გადამწყვეტი, საშემოდგომო ნალილისათვის მზადებას შეუდგა. როგორც მოგეხსენებათ, მარგველთა გუნდი (მთავარი მწვრთნელი - მალხაზ ღონღაძე) რეგიონული ლიგის დასავლეთის ზონის "ზედა ჯგუფში" იასპარეზებს...

 

მიმდინარე ტურნირის დებულების მიხედვით, ჩემპიონატის პირველ ეტაპზე "ზესტაფონმა" რეგიონული ლიგის "" ჯგუფში იასპარეზა და ქუთაისის "ტორპედოს-2"-ს, ხონის "იმერეთი-2"-ს, წყალტუბოს "სამგურალი-2"-ს, ხარაგაულის "ჩხერიმელას", ზესტაფონის "მარგვეთი-2006"-ს, ხაშურის "ივერიას", ბაღდათის "საირმეს", ვანის "სულორისა" და ამბროლაურის "რაჭას" კოლექტივებთან პაექრობაში მეორე ატაპზე საუკეთესოთა შორის ასპარეზობის უფლება დამაჯერებლად მოიპოვა...

 

რაც შეეხება "დასავლეთის ზედა ჯგუფს", აქ ჩვენი გუნდის გარდა ქუთაისის "ტორპედო-2", ვანის "სულორი", წყალტუბოს "სამგურალი-2", ზესტაფონის "მარგვეთი-2006", წალენჯიხის "სქური", ლანჩხუთის "ჩიბათი", ხელვაჩაურის "მაჭახელა", ბათუმის "დინამო-2" და აბაშის "ზანა" იასპარეზებენ. როგორც უკვე ვიუწყებოდით, სეზონის მეორე ეტაპი 7 აგვისტოს დაიწყება - ამ დღეს "ზესტაფონი" თანაქალაქელ საფეხბურთო გუნდ "მარგვეთი-2006"-ს დაუპირისპირდება.

 

ზესტაფონელები სეზონის გადამწყვეტი მატჩებისათვის საკუთარი ბაზის მინდვრებზე მოემზადებიან. მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში იგეგმება რამდენიმე ამხანაგური მატჩის გამართვა. ჩვენ კი გთავაზობთ ფოტომასალას, რომელიც დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის სატრენაჟორო დარბაზში გამართული ვარჯიშისას არის გადაღებული...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2019