09.10.2019
იმერელთა სამქულიანი სტუმრობა აჭარაში
2019 წლის 9 ოქტომბერს "ზესტაფონმა" საქართველოს XXXI ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის მეორე ეტაპის მორიგი მატჩი გამართა. ბათუმის მახლობლად მდებარე ახალსოფელის სტადიონზე ჩატარებულ "დასავლეთის ზედა ჯგუფის" მეთერთმეტე ტურის შეხვედრაში მარგველები ხელვაჩაურის "მაჭახელას" დაუპირისპირდნენ.
მატჩი ზესტაფონელთა შეტევების აკომპანემენტით დაიწყო და დებიუტშივე გოლის გატანასთან ზედიზედ ორ ეპიზოდში ძალიან ახლოს იყო იმერული გუნდის შემადგენლობაში ახლახანს გადმოსული 20 წლის ფორვარდი
<ორნიკე >
თორნიკე ახვლედიანი, რომელიც წინა სეზონში ესპანური "ლეგანესის" ახალგაზრდული გუნდის ღირსებას იცავდა...
საგოლე მომენტების ვერგამოყენების მიუხედავად, ზესტაფონელებმა მასპინძელთა კარზე ზეწოლა გააგრძელეს და 27-ე წუთზე მიზანს მიაღწიეს კიდეც - ხელვაჩაურელთა საჯარიმოში დავით ჩხიკვაძის წაქცევისათვის დანიშნული პენალტი გოლად გუნდის კაპიტანმა ნოდარ გაჩეჩილაძემ აქცია. ტაიმიც მარგველთა მინიმალური უპირატესობით 1-0 დასრულდა.
მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ანგარიში ორამდე გაიზარდა - მიმდინარეობდა 48-ე წუთი, როდესაც ზესტაფონელებმა შეტევის მარჯვენა ფლანგიდან უსწრაფესი შეტევა განახორციელეს და ბაჩო ბერაძის კარგი გარღვევისა და ზუსტი გადაცემის შემდეგ თორნიკე ახვლედიანმა თავის ახალი გუნდის შემადგენლობაში სადებიუტო გოლი გაიტანა.
ორი ბურთით ანგარიშში ჩამორჩენის მიუხედავად, მასპინძლებმა გაიბრძოლეს და 81-ე წუთზე 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა უკვე სტუმართა კარის მიმართულებით დაინიშნა - საკუთარ საჯარიმოში იმერელთა მხრიდან წესის დარღვევის
გამო დანიშნული პენალტი გოლად ხელვაჩაურელმა ბაჩანა მიქელაძემ აქცია.
სტუმრებმა თამაშის ტემპს ისევ უმატეს და 84-ე წუთზე თორნიკე ახვლედიანმა ზესტაფონელთა უპირატესობა ისევ ორ ბურთამდე გაზარდა. აჭარულ-იმერული დაპისპირების საბოლოო ანგარიში კი 90-ე წუთზე დაფიქსირდა - ახალგაზრდა პარტნიორის მსგავსად, დღევანდელ შეხვედრაში დუბლი ნოდარ გაჩეჩილაძემაც გაიფრომა. საბოლოოდ, მატჩი "ზესტაფონის" დამაჯერებელი გამარჯვებით 4-1 დასრულდა.
მორიგ მატჩს "ზესტაფონი" 16 ოქტომბერს გამართავს - საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფის" მეთორმეტე ტურის შეხვედრაში მარგველები ლანჩხუთის "ჩიბათს" დაუპირისპირდებიან...
|
09.10.2019. ”მაჭახელა” (ხელვაჩაური) - ”ზესტაფონი” 1-4 |
"ზესტაფონი": გიორგაძე, ჩხიკვაძე, სვიანაძე, ხუჯაძე, ჭურაძე, ვარდოსანიძე, გაჩეჩილაძე, ზაქარაშვილი (ბუბულაშვილი, 81), გოგობერიშვილი, ბერაძე (ი. დვალი, 60 (სამხარაძე, 77)), ახვლედიანი.
|
|