Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

03.11.2019

 

 

 

 

 

 

 

 

პატარა ზესტაფონელები მედლებს მიუახლოვდნენ

 

 

 

 

 

3 ნოემბერს გაიმართა ცამეტწლამდე ჭაბუკთა შორის იმერეთის ღია პირველობის (დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატი) მეორე ეტაპის მორიგი, მეცხრე ტურის მატჩები - ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ადგილობრივი "შუქურას" წარმომადგენლებმა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" 13-წლამდელთა გუნდს უმასპინძლეს.

 

როგორც მოგეხსენებათ, ეს ტურნირი 2006 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის იმართება და მას გივი ნოდიას სახელობის თასის გათამაშება ეწოდება. პირველობა იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის მიერ არის ორგანიზებული და მასში დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა მხარისა და შიდა ქართლის წარმომადგენელი კოლექტივები ასპარეზობენ...

 

რაც შეეხება ქობულეთელებთან მატჩს, ის ნორჩ იმერელთა უპირატესობით წარიმართა და მეორე ტაიმის დებიუტში ტატო ცხადაძემ დღევანდელ შეხვედრაში ერთადერთი და იმერელთათვის გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და "ზესტაფონმა" მინიმალური ანგარიშით 1-0 გაიმარჯვა.

 

მიმდინარე სეზონის დასკვნით შეხვედრას ჩვენი ჭაბუკები 11 ნოემბერს გამართავენ - ცამეტწლამდელთა შორის დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპის ბოლო, რიგით მეათე ტურის შეხვედრაში მარგველები ტურნირის აუტსაიდერს, "სამტრედიას" შინ უმასპინძლებენ. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ გამარჯვების შემთხვევაში მარგველებს გარანტირებული აქვთ ადგილი პრიზიორთა სამეულში...

 

 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეს-სამსახურის საარქივო ფოტომასალა

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2019