Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

06.07.2020

 

 

 

 

 

 

 

 

პირველი სპარინგი პანდემიის შემდეგ

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” სეზონის სტარტისათვის მზადებას განაგრძობს. 6 ივლისს ჩვენმა გუნდმა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა - ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე მარგველებმა ლიგა-4-ის წარმომადგენელ ხონის "იმერეთს" უმასპინძლეს.

 

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გამართული პირველი მატჩი საინტერესოდ წარიმართა და უხვგოლიანი გამოდგა. პირველი ტაიმის დებიუტშივე "ზესტაფონი" ლაშა ნანობაშვილმა დააწინაურა. ცოტა ხანში გიორგი ხარშილაძემ ანგარიში ორამდე გაზარდა. ამის შემდეგ გუნდებმა გოლები გაცვალეს - ხონელი ბექა ძიგუას გოლს მასპინძლებმა გიორგი ჭანკოტაძის ლამაზი დარტყმით უპასუხეს...

 

შესვენების შემდეგ კი გოლები მხოლოდ ზემოიმერლებს გაჰქონდათ - თავიდან მასპინძელთა უპირატესობა სამ ბურთამდე ლაშა ოზბეთელაშვილმა გაზარდა, შემდეგ ლაშა ნანობაშვილმა "დუბლი" გაიფორმა, დღევანდელ შეხვედრაში "ბოლო აკორდი" კი ნოდარ გაჩეჩილაძემ შეასრულა, რომელმაც აუღებელი დარტყმა საჯარიმოს მისადგომებიდან განახორციელა. საბოლოოდ, მატჩი მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 6-1 დასრულდა....

 

"ზესტაფონმა" ხონელებთან შეხვედრა ასეთი შემადგენლობით დაიწყო: მიქავა, სირაძე, ხუხუა, მოსიძე, ჩხიკვაძე, გაჩეჩილაძე, ნანობაშვილი, ჭანკოტაძე, ხარშილაძე, გოგობერიშვილი, ოზბეთელაშვილი. თამაშის მსვლელობისას მასპინძელთა რიგებში მოედანზე გიორგაძე, ვარდოსანიძე, ზარნაძე, ბუბულაშვილი, სამხარაძე, ხარაიშვილი და ეგუტიძე გამოჩნდნენ.

 

მორიგ ამხანაგურ შეხვედრას მარგველები 10 ივლისს გამართავენ - ამ დღეს ზესტაფონს ეროვნული ლიგა-4-ის კიდევ ერთი წარმომადგენელი საფეხბურთო კლუბი "ჭიათურა" ესტუმრება...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2020