Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

12.11.2019

 

 

 

 

 

 

 

 

ზესტაფონელი ჭაბუკები ვიცე-ჩემპიონის ტიტულს შესწვდნენ

 

 

 

 

 

12 ნოემბერს გაიმართა ცამეტწლამდე ჭაბუკთა შორის იმერეთის ღია პირველობის (დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატი) მეორე ეტაპის დასკვნითი, რიგით მეათე ტურის მატჩები - საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ცამეტწლამდე ჭაბუკთა გუნდმა ზესტაფონში მდებარე ჩვენი კლუბის ხელოვნურსაფარიან მოედანზე სამტრედიელ თანატოლებს უმასპინძლა.

 

როგორც მოგეხსენებათ, ეს ტურნირი, რომელსაც გივი ნოდიას სახელობის თასის გათამაშება ეწოდება, 2006 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის იმართებოდა. ჩემპიონატი იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის მიერ იყო ორგანიზებული და მასში დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა მხარისა და შიდა ქართლის წარმომადგენელი კოლექტივები ასპარეზობდნენ...

 

რაც შეეხება სამტრედიელებთან დღეს გამართულ მატჩს, ის მასპინძელთა უდიდესი უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით, დიდი ანგარიშით 10-0 დასრულდა. გამარჯვებულთა რიგებში გატანილი გოლებით თავი საბა აბრამიშვილმა (3), სანდრო კვანტიძემ (2), ნიკოლოზ მღარიშვილმა (2), გაგა ფუტკარაძემ (2) და ლუკა კვეტენაძემ გამოიჩინეს.

 

შედეგად, ცამეტწლამდე ჭაბუკთა შორის დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატის საბოლოო ცხრილში საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" წარმომადგენელ გუნდს მხოლოდ ქუთაისის ტორპედოელებმა გაუსწრეს. რაც შეეხება ჩვენს ბიჭებს, მათ გივი ნოდიას სახელობის თასის გათამაშება მეორე ადგილზე დაასრულეს და დასავლეთ საქართველოს ვიცე-ჩემპიონის საპატიო ტიტულს დაეუფლნენ. მესამე ადგილი კი საფეხბურთო სკოლა "ქუთაისის" კოლექტივს ხვდა წილად ...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2019