Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

28.10.2019

 

 

 

 

 

 

 

 

გამარჯვება ერთპიროვნულ ლიდერთან შეხვედრაში

 

 

 

 

 

27 ოქტომბერს გაიმართა ცამეტწლამდე ჭაბუკთა შორის იმერეთის ღია პირველობის (დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატი) მეორე ეტაპის მორიგი, მერვე ტურის მატჩები - საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ცამეტწლამდე ჭაბუკთა გუნდმა ზესტაფონში მდებარე ჩვენი კლუბის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა.

 

ტურნირის ერთპიროვნულ ლიდერ ტორპედოელებთან შეხვედრა, როგორც ზემოთ უკვე მოგახსენეთ, გაიმართა ჩვენი ქალაქის ხელოვნურსაფარიან (ე. წ. "ფეროს") მოედანზე, რომელზეც, ჩვენი კლუბის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, "ზესტაფონის" წარმომადგენელ კოლექტივთა გარდა, უსასყიდლოდ ვარჯიშობენ და ოფიციალურ მატჩებს ატარებენ მიხეილ სალაძის სახელობის ზესტაფონის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრთან არსებული და "მარგვეთი-2006"-ს სახელით იმერეთის პირველობაზე მოასპარეზე ბავშვთა და ჭაბუკთა გუნდებიც...

 

რაც შეეხება ქუთაისელებთან გუშინდელ დაპირისპირებას, სასიამოვნოა, რომ ნორჩმა ზესტაფონელებმა მატჩის საყურებლად მოსულ გულშემატკივარს სანახაობრივი, კომპინაციური ფეხბურთი შესთავაზეს, "ტორპედოსთან" შეხვედრის უმეტესი ნაწილი შეტევაში გაატარეს და მეტოქე ანგარიშით 2-1 დაამარცხეს. გატანილი გოლებით გამარჯვებულთა რიგებში თავი გოგა კაპანაძემ და საბა კვინიკაძემ გამოიჩინეს...

 

შედეგად, ჩატარებული 8 ტურის შემდეგ ცამეტწლამდე ჭაბუკთა შორის იმერეთის ღია პირველობის სატურნირო ცხრილში მდგომარეობა ძალიან დაიძაბა და საპრიზო სამეულში ადგილების მოსაპოვებლად ერთბაშად 3 ქუთაისურ კოლექტივთან ("ტორპედო", "მართვე", "ქუთაისი") ერთად ნორჩი მარგველებიც იბრძვიან...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2019