Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

18.09.2019

 

 

 

 

 

 

 

 

დასანანი ფრე ლიდერთან შეხვედრაში

 

 

 

 

 

2019 წლის 18 სექტემბერს საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონალური ლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფის" მერვე ტურის მატჩი გამართა - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ჩატარებულ შეხვედრაში მარგველებმა წალენჯიხის "სქურს" უმასპინძლეს.

 

ზესტაფონური გუნდის რიგებში არსებულ ისედაც სერიოზულ საკადრო დანაკლისს (ტრავმების გამო მარგველებს ბესო ფერაძე, ზაალ ზუზაძე, აკაკი დვალი და ლაშა ბუბულაშვილი აკლდნენ) ისიც დაემატა, რომ შეხვედრის დასაწყისშივე ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა გუნდის კაპიტანი და ლიდერი ნოდარ გაჩეჩილაძე...

 

მთელი შეხვედრა უაღრესად დაძაბულ და საინტერესო ბრძოლაში წარიმართა. იმერლები სისწრაფეში უპირატესობის გამოყენებას ცდილობდნენ, ხოლო სტუმრები საკუთარ შანსს სტანდარტულების მეშვეობით ცდილობდნენ. მატჩის პირველ ნახევარში ზესტაფონელებს გოლის გატანის რამდენიმე შანსი კი მიეცათ, თუმცა სახიფათო მომენტების რეალიზაცია ვერ მოხერხდა...

 

შეხვედრის მეორე ნახევრის დაწყებისთანავე მასპინძლებმა გოლი გაიტანეს - მოედნის ცენტრთან ახლოს დანიშნული სტანდარტიდან ანრი ზაქარაშვილმა ბურთი წალენჯიხელთა საჯარიმოში ჩააწოდა და იქ საჰაერო ორთაბრძოლაში ყველას სულხან სვიანაძემ აჯობა. მატჩის არბიტრმა გიორგი ავაზაშვილმა გოლი მეტად საკამათო თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმა (იხილეთ ვიდეო:).

 

ამის შენდეგაც მატჩი იმერელთა ტერიტორიული უპირატესობით მიმდინარეობდა, ხოლო "სქური" გოლის გატანას ირაკლი ქობალიას მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმებით ლამობდა. საბოლოოდ, გუნდების არაერთი მცდელობის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა - დასანანი ფრე 0-0.

 

რეგიონალური ლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფის" შემდეგი, რიგით მეცხრე ტურის შეხვედრას "ზესტაფონი" 25 სექტემბერს გამართავს. ამ დღეს ზემოიმერლები ვანს ესტუმრებიან და ადგილობრივ "სულორს" დაუპირისპირდებიან. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება...

 

18.09.2019. ”ზესტაფონი” - ”სქური” (წალენჯიხა) 0-0

"ზესტაფონი": გიორგაძე, ჭურაძე, ხუჯაძე, სვიანაძე, ჩხიკვაძე, ვარდოსანიძე, სამხარაძე, ზაქარაშვილი, გაჩეჩილაძე (ი. დვალი, 28), გოგობერიშვილი, ბერაძე.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2019