Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

24.06.2019

 

 

 

 

 

 

 

 

მეორე ეტაპის კენჭისყრა

 

 

 

 

 

აჭარის რეგიონალურ ფეხბურთის ფედერაციაში (რეგიონლიგის დასავლეთის ზონის ზედა ათეულის ტურნირის საორგანიზაციო ამბებს, სფფ-სთან ერთად, სწორედ ეს ორგანიზაცია კურირებს) ეროვნული ჩემპიონატის რეგიონალური ლიგის "დასავლეთის ზედა ჯგუფის" კენჭისყრა გაიმართა.

 

ტურნირის დებულებისა და პირველ ეტაპზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით, საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" რეგიონალური ლიგის გათამაშების მეორე ეტაპზე "დასავლეთის ზედა ჯგუფში" ჯგუფში იასპარეზებს და მისი მეტოქეობი ქუთაისის "ტორპედო-2", ვანის "სულორი", წყალტუბოს "სამგურალი-2", ზესტაფონის "მარგვეთი-2006", წალენჯიხის "სქური", ლანჩხუთის "ჩიბათი", ხელვაჩაურის "მაჭახელა", ბათუმის "დინამო-2" და აბაშის "ზანა" იქნებიან. როგორც უკვე ვწერდით, გაისად ლიგა-4-ში მხოლოდ საუკეთესო გუნდი იასპარეზებს...

 

ბათუმში გამართული კენჭისყრის შედეგად გაირკვა, რომ 2019 წლის სეზონის მეორე ეტაპი ზესტაფონელთათვის 7 აგვისტოს დაიწყება - ამ დღეს ჩვენი გუნდი თანაქალაქელ "მარგვეთი-2006"-ს უმასპინძლებს. ზემოიმერლები მეორე ტურის შეხვედრასაც შინ გამართავენ - 14 აგვისტოს ჩვენი გუნდი ხელვაჩაურის "მაჭახელას" უმასპინძლებს. აგვისტოს ბოლომდე ზესტაფონელები ლანჩხუთის "ჩიბათს" (20 აგვისტოს) ესტუმრებიან და წყალტუბოს "სამგურალი-2"-ს (25 აგვისტოს) უმასპინძლებენ...

 

ჩემპიონატის მეორე ეტაპზე ზესტაფონელთა ყველა მატჩის განრიგი შემდეგ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ... ჩვენ კი საქართველოს ჩემპიონატის რეგიონალური ლიგის დასავლეთის "" და "" ჯგუფების საბოლოო სატურნირო ცხრილები გვინდა შემოგთავაზოთ...

 

 

XXXI ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგა. პირველი ეტაპი. დასავლეთის "ა" ჯგუფი.
XXXI ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგა. პირველი ეტაპი. დასავლეთის "ბ" ჯგუფი.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2019