Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

05.03.2020

 

 

 

 

 

 

 

თბილისის აკადემია 7 მარტს გაიხსნება

 

 

 

 

 

 

ჩვენ უკვე ვწერდით იმის შესახებ, რომ მიმდინარე წლის მარტიდან ფუნქციონირებას იწყებს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" აკადემია. კლუბის მენეჯმენტის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, ზესტაფონში მოქმედი ჭაბუკთა გუნდების პარალელურად, ბავშვთა აკადემიის თბილისში შექმნის შესახებ.

 

სავარჯიშო პროცესი წარიმართება საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე, სწორედ იმ მინდვრებზე, სადაც წლების მანძილე სისტემატურად ვარჯიშობს საქართველოს ეროვნული ნაკრები.

 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბავშვთა და ჭაბუკთა აკადემიის პრეზენტაცია და საზეიმო გახსნის ცერემონია მიმდინარე წლის 7 მარტს თბილისის ზღვის ბაზაზე გაიმართება. დასაწყისი: 13:00 საათზე.

 

საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" აცხადებს 2010, 2011, 2012 და 2013 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა მიღებას. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის შემდეგ ნომერზე: (032)-2987003.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2020