Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

01.03.2020

 

 

 

 

 

 

 

 

”ზესტაფონი” მზადებას განაგრძობს

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პირველი გუნდი საქართველოს XXXII ეროვნული ჩემპიონატის ლიგა-4-ის 2020 წლის გათამაშების აპრილის დასაწყისში დაგეგმილი სტარტისთვის მზადებას მშობლიურ ქალაქში განაგრძობს. ბოლო დღეებში გუნდს რამდენიმე ახალწვეული შეუერთდა...

 

როგორც უკვე ვიუწყებოდით, 2020 წლის სეზონი ზესტაფონელთათვის აპრილის პირველ რიცხვებში დაიწყება - სეზონს ჩვენი გუნდი დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაში ჩართვით დაიწყებს. ჩემპიონატში კი ზემოიმერლები 8 აპრილს ჩაერთვებიან - ამ დღეს "ზესტაფონი" დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე თბილისის საფეხბურთო კლუბ "მერანის" მეორე გუნდს უმასპინძლებს...

 

მზადების პირველი, ორკვირიანი ეტაპი ძირითადად ფიზიკურ კონდიციებზე მუშაობას დაეთმობა. პარალელურად, მზადების ამ ეტაპზეც დაგეგმილია ბურთთან კონტაქტი და სათამაშო კავშირების განმტკიცებაზე მუშაობა. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად იგეგმება რამდენიმე ამხანაგური შეხვედრის გამართვაც...

 

სადღეისოდ გუნდში რვა ახალწვეულია - იმერულ გუნდს 26 წლის გოლკიპერი ბაჩო მიქავა; დაცვის ხაზის მოთამაშეები - 23 წლის დავით მოსიძე, 18 წლის ვანო გულხადარაშვილი და 19 წლის ავთანდილ სირაძე; 19 წლის ნახევარმცველი ლაშა ნანობაშვილი და ფორვარდები - 20 წლის გიორგი ხარშილაძე, 21 წლის ლაშა ოზბეთელაშვილი და 29 წლის ბექა ზაქრაძე შეუერთდნენ.

 

მარტის პირველ დეკადაში მარგველები 2 ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებენ - 4 მარტს "ზესტაფონი" მესამელიგელ ტყიბულის "მეშახტეს", ხოლო 8 მარტს მეოთხელიგელ ზუგდიდის "ოდიში-1919"-ს დაუპირისპირდება. ორივე ეს შეხვედრა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბაზაზე გაიმართება და 15:00 საათზე დაიწყება.

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2020