Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

04.10.2019

 

 

 

 

 

 

 

 

ცამეტწლამდელები სამეულში დამკვიდრდნენ

 

 

 

 

 

3 ოქტომბერს გაიმართა ცამეტწლამდე ჭაბუკთა შორის იმერეთის ღია პირველობის (დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატი) მეორე ეტაპის პირველი წრის დასკვნითი, მეხუთე ტურის მატჩები - სამტრედიაში გამართულ შეხვედრაში ადგილობრივი კლუბის წარმომადგენლებმა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" 13-წლამდელთა გუნდს უმასპინძლეს.

 

როგორც უკვე ვიუწყებოდით, ეს ტურნირი 2006 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის იმართება და მას გივი ნოდიას სახელობის თასის გათამაშება ეწოდება. პირველობა იმერეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის მიერ არის ორგანიზებული და მასში დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა მხარისა და შიდა ქართლის წარმომადგენელი კოლექტივები ასპარეზობენ.

 

ნორჩი ზესტაფონელები დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრაში სამტრედიას ესტუმრნენ და ადგილობრივი გუნდი დიდი ანგარიშით 5-0 დაამარცხეს. იმერეთის ღია პირველობის გადამწყვეტი, საშემოდგომო ეტაპის პირველი წრის დასრულების შემდეგ ჩვენი ცამეტწლამდელები გათამაშების ცხრილის მესამე პოზიციაზე იმყოფებიან და მაღალი მიზნებისათვის ბრძოლას კვლავაც განაგრძობენ ...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2019