27.07.2019
სპარინგ-მატჩი რაჭველებთან
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის გადამწყვეტი, საშემოდგომო ეტაპის სტარტისათვის მზადებას განაგრძობს. 27 ივლისს ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე ჩვენმა გუნდმა მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა - მარგველთა მეტოქე ამჯერად ამბროლაურის ”რაჭა” გახლდათ.
საზაფხულო პაუზისას საგრძნობლად გაძლიერებულ "რაჭასთან" დღევანდელი დაპირისპირება ზესტაფონელთა უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით, ანგარიშით 3-0 დასრულდა. ზემოიმერელთა რიგებში გატანილი გოლებით თავი ბესო ფერაძემ, კობა გოგობერიშვილმა და თორნიკე ჭურაძემ გამოიჩინეს.
ზესტაფონელთა დამრიგებელმა მალხაზ ღონღაძემ შეხვედრის პირველ ნახევარში მოედანზე ექსპერიმენტალური შემადგენლობა გაიყვანა: ა. ფერაძე, ბურჯანაძე, ნასრაძე, ხუჯაძე, ჭუმბურიძე, ვარდოსანიძე, აბჟანდაძე, ბ. ფერაძე, ზუზაძე, დვალი, ბ. ბერაძე. თამაშის მსვლელობისას მოედანზე გიორგაძე, გოგობერიშვილი, სამხარაძე, ჩხიკვაძე, ჭურაძე, გაჩეჩილაძე, და ზაქარაშვილი გამოჩნდნენ...
მორიგ საკონტროლო შეხვედრას ჩვენი გუნდი 29 ივლისს გამართავს - ამ დღეს ზესტაფონს საფეხბურთო კლუბი "ჭიათურა" ესტუმრება. ეს მატჩი ისევ ჩვენი კლუბის ბაზაზე გაიმართება და 17:00 საათზე დაიწყება...
ფოტო მოწოდებულია ვახო ლაბაძის მიერ |