Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

20.02.2020

 

 

 

 

 

 

 

''ზესტაფონი'' თბილისის ზღვაზე აკადემიას აფუძნებს!

 

 

 

 

 

 

ცოტა ხნის წინ "ზესტაფონი" ეროვნული ჩემპიონატის რანგით მე-4 ლიგაში დაწინაურდა. რა თქმა უნდა, მარგველებს მეტი სურთ და ისინი უმაღლეს ლიგაში კუთვნილი ადგილისთვის ბრძოლას ბოლომდე აპირებენ, თუმცა საქართველოს ორგზის ჩემპიონი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა უმაღლეს ლიგას და ესეც საქმეა.

 

ახლა კი სასიამოვნო სიახლე, რომელიც არამარტო "ზესტაფონის", არამედ, ქართული ფეხბურთის ფანებსაც გაახარებს: თბილისის ზღვაზე "ზესტაფონი" ხსნის საფეხბურთო აკადემიას და ეს იქნება კიდევ ერთი კერა, სადაც ჩვენი ფეხბურთის მომავალი "გამოიჭედება". ვარჯიშები უმაღლესი დონის მინდვრებზე ჩატარდება და მაღალი დონის სპეციალისტებიც იმუშავებენ.

 

ამასთან დაკავშირებით კლუბმა განცხადება სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ფაქტი დაადასტურა, ჩვენი მხრიდან კი დავძენთ - დღეს, როცა ჩვენს ბავშვთა ფეხბურთში უამრავი პრობლემაა, ვფიქრობთ, ეს აკადემია ერთ აგურს დადებს ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლის საქმეში...

www.lelo.ge

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2020