Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

20.07.2019

 

 

 

 

 

 

 

 

ივლისი ზესტაფონის ბაზაზე

 

 

 

 

 

როგორც მოგეხსენებათ, გასული წლის ბოლოს ჩვენი კლუბის ზესტაფონში მდებარე სპორტული კომპლექსის ორ საფეხბურთო მოედანზე ბალახი დაითესა. სამუშაოები შეასრულა კომპანია "Lawns of Georgia"-მ, რომელიც უმაღლესი ხარისხის საფეხბურთო გაზონების დამზადებითაა დაკავებული და უკვე რამდენიმე წელია ამ სფეროში წარმატებით ფუნქციონირებს ...

 

თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილმა "Lawns of Georgia"-ს სპეციალისტებმა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ზემო იმერეთში მდებარე სპორტული კომპლექსის საფეხბურთო მოედნებზე ჩვენი კლიმატური პირობებისათვის საგანგებოდ შერჩეული ამერიკული კომპანია "Jacklin"-ის უმაღლესი ხარისხის ორი სახეობის ბალახი დათესეს...

 

დათესვის დღიდან ორივე მოედანი, ბაზაზე არსებული მესამე მინდვრის მსგავსად, ადგილობრივი პერსონალის მხრიდან ყოველდღიური დაკვირვებისა და მოვლის რეჟიმშია... უნდა აღინიშნოს, რომ, ზაფხულისა და მაღალი ტემპერატურის მიუხედავად, მინდვრები ძალიან კარგ მდგომარეობაში გახლავთ...

 

ჩვენი კლუბის პრეს-სამსახური კი ზესტაფონელთა სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე სადღეისოდ არსებული მეტად სასიამოვნო ვითარების ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2019