Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

28.08.2019

 

 

 

 

 

 

 

 

ზესტაფონის ბაზაზე მარიამობა მოვიდა

 

 

 

 

 

ჩვენი ინტერნეტგვერდი აქამდეც იუწყებოდა იმის შესახებ, რომ გასული წლის ნოემბრის თვის დასაწყისში იმერეთში მდებარე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" სპორტული კომპლექსის ორ საფეხბურთო მოედანზე ბალახი დაითესა.

 

სამუშაოები შეასრულა კომპანია "Lawns of Georgia"-მ, რომელიც საქართველოში უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში ფუნქციონირებს და უმაღლესი ხარისხის ლანდშაფტური და UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო გაზონების დამზადებითაა დაკავებული...

 

თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილმა სპეციალისტებმა, თბილისის ზღვასთან მდებარე კომპლექსის მიედნებისა და "ზესტაფონის" იმერულ ბაზაზე ამ წუთისათვის მოქმედი მესამე მოედნის მსგავსად, ჩატარებული სამუშაოებისას ჩვენი კლიმატური პირობებისათვის საგანგებოდ შერჩეული ამერიკული კომპანია "Jacklin"-ის უმაღლესი ხარისხის ბალახის თესლის ორი სპეციალური სახეობა გამოიყენეს...

 

უნდა ითქვას იმის შესახებ, რომ დათესვის დღიდან ორივე მოედანი, ბაზაზე არსებული მესამე მინდვრის მსგავსად, "Lawns of Georgia"-ს წარმომადგენელი პერსონალის მხრიდან ყოველდღიური დაკვირვებისა და მოვლის რეჟიმში იმყოფება. უნდა აღინიშნოს, რომ განვლილი ცხელი ზაფხულის მიუხედავად, მინდვრები გადამწვანებული გახლავთ...

 

ჩვენი კლუბის პრეს-სამსახური კი ზესტაფონელთა სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე სადღეისოდ არსებული ფრიად სასიამოვნო ვითარების ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2019