08.03.2020
ამხანაგური მატჩი ზუგდიდელებთან
საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა”, რომელიც ახალი სეზონის სტარტისათვის მზადებას განაგრძობს, მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. მიმდინარე წლის 8 მარტს, ზესტაფონში მდებარე კლუბის ბაზაზე, ჩვენმა გუნდმა ეროვნული ლიგა-4-ს წარმომადგენელ ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ ”ოდიში-1919”-ს უმასპინძლა.
მატჩი ორმხრივ შეტევებში წარიმართა და საბოლოოდ ფრედ 1-1 დასრულდა. შეხვედრის პირველ ნახევარში მეტად სტუმრები აქტიურობდნენ და ტაიმის მიწურულს ანგარიში სწორედ ზუგდიდელებმა გახსნეს - გოლი დიმიტრი თუთბერიძის ანგარიშზეა. მეორე ტაიმში უკეთ უკვე მასპინძლები გამოიყურებოდნენ და 63-ე წუთზე ლაშა ოზბეთელაშვილის წაქცევისათვის დანიშნული პენალტი გოლად ბექა ზაქრაძემ აქცია...
"ოდიშთან" შეხვედრა "ზესტაფონმა" ასეთი შემადგენლობით დაიწყო: მიქავა, სირაძე, მოსიძე, ხუხუა, ჩხიკვაძე, ზარნაძე, გაჩეჩილაძე, ნანობაშვილი, ხარშილაძე, ზაქრაძე, ოზბეთელაშვილი. მეორე ტაიმში მასპინძელთა რიგებში მოედანზე შევიდნენ: ბუბულაშვილი, სამხარაძე, ხარაიშვილი, გოგობერიშვილი, ვარდოსანიძე, გულხადარაშვილი და ბერაძე...
მორიგ ამხანაგურ შეხვედრას ზემოიმერლები 12 მარტს გამართავენ - ამ დღეს ზესტაფონს რეგიონული ლიგის წარმომადგენელი ლანჩხუთის საფეხბურთო კლუბი "ჩიბათი" ესტუმრება. მატჩი 14:00 საათზე დაიწყება...
|