Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

14.07.2019

 

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონი" მზადებას განაგრძობს

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი საქართველოს XXXI-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ეტაპის მოახლოვებული სტარტისათვის მზადებას მშობლიურ ქალაქში განაგრძობს.

 

ზესტაფონში მდებარე კლუბის საწვრთნელი ბაზის მწვანე მინდვრებზე მიმდინარე ტაქტიკურ-ტექნიკური მომზადების პროცესი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის ფიტნეს-დარბაზში გამართულ ვარჯიშებს ენაცვლება. ფეხბურთელთა მზადება სამწვრთნელო შტაბის წევრებისა და გუნდის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს...

 

ჩვენ უკვე ვწერდით იმის შესახებ, რომ მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში იგეგმება რამდენიმე ამხანაგური მატჩის გამართვა. ქვემოთ კი შეგიძლიათ იხილოთ ფოტომასალას, რომელიც ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე გუშინ გამართული ვარჯიშისას არის გადაღებული...

 

ჩემპიონატის უახლოეს მატჩს გუნდი 7 აგვისტოს გამართავს - საქართველოს XXXI ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის გათამაშების მეორე ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში "ზესტაფონი" თანაქალაქელ საფეხბურთო გუნდ "მარგვეთი-2006"-ს დავით აბაშიძს სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2019