07.12.2019
2019 წლის სეზონი ციფრებში
საქართველოს XXXI ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის რეგიონალური ლიგის გათამაშება სულ რამდენიმე დღის წინ დასრულდა. სეზონის დასრულების შემდეგ, ტრადიციისამებრ, ჩვენი საიტი გთავაზობთ სხვადასხვა სახის სტატისტიკას, რომელიც საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონისა” და გუნდის ფეხბურთელთა ინდივიდუალურ მიღწევებს უკავშირდება.
სულ, ახლახან დასრულებულ სეზონში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონმა” 32 მატჩი ჩაატარა - 9 ჩემპიონატის პირველ (საკვალიფიკაციო) ეტაპზე, 18 "დასავლეთის ზედა ჯგუფად " წოდებულ ფინალურ ტურნირში და 5-ც თასის გათამაშებაში...
თასის გათამაშებასა და ჩემპიონატში ჩატარებული 32 შეხვედრიდან 23 დასრულდა ზესტაფონელი ფეხბურთელების გამარჯვებით, 6 შეხვედრაში დაფიქსირდა ფრე, 3-ჯერ კი იმარჯვეს ჩვენმა მეტოქეებმა. ამ ციფრებიდან გამომდინარე არაა გასაკვირი გატანილი და გაშვებული ბურთების დადებითი ბალანსი - 114-33.
რაც შეეხება 2019 წლის სეზონში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მაისურით გამართული მატჩების რაოდენობით საუკეთესო შედეგს, ის გამოცდილ დავით ჩხიკვაძეს, გუნდის კაპიტან ნოდარ გაჩეჩილაძეს და გოლკიპერ ალექსანდრე გიორგაძეს საზიაროდ ეკუთვნით - სამივე მათგანმა მონაწილეობა 31-31 მატჩში მიიღო. 29-29-ჯერ მოირგეს "ზესტაფონის" მაისური თორნიკე ჭურაძემ, ბაჩო ბერაძემ და შოთა ვარდოსანიძემ; კობა გოგობერიშვილი კი მოედანზე 28-ჯერ გავიდა...
უდავოდ საინტერესო ამბავთა რიცხვს განეკუთვნება ის, რომ ჩემპიონატის 27-ვე შეხვედრაში გუნდის შემადგენლობაში იასპარეზეს დავით ჩხიკვაძემ და კობა გოგობერიშვილმა. მათ თითო ჩატარებული მატჩით ნოდარ გაჩეჩილაძე და ალექსანდრე გიორგაძე (26-26) ჩამორჩნენ, შოთა ვარდოსანიძის ანგარიშზე კი 25 მატჩია.
სულ, განვლილი სეზონის 32 მატჩში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მაისურით 24 ფეხბურთელმა იასპარეზა. ზესტაფონელთა მიერ გატანილი 114 გოლი ზემოიმერული გუნდის 14 ფეხბურთელის ანგარიშზეა. აქვე უნდა ითქვას იმის შესახებ, რომ ჩემპიონატის 27 შეხვედრაში მარგველებმა ზუსტად 100 გოლის გატანა მოახერხეს...
სეზონის მსვლელობისას ყველაზე შედეგიანად "ზესტაფონის" თავდასხმის ხაზის ფეხბურთელები ირჯებოდნენ - მათ ანგარიშზე 69 გატანილი გოლია, ნახევარდაცვის ხაზის წარმომადგენლებმა თავი 36 გატანილი გოლით გამოიჩინეს, მცველებმა კი 9 გოლი გაიტანეს.
იმერული გუნდის საუკეთესო ბომბარდირი 19 გატანილი გოლით კობა გოგობერიშვილი გახდა, 16-ჯერ დაამწაუხრა იმერელთა მეტოქეები გუნდის კაპიტანმა ნოდარ გაჩეჩილაძემ, 15-15 გოლი ბაჩო ბერაძის, აკაკი დვალისა და 18 წლის ბესო ფერაძის ანგარიშზეა, 14 გატანილი გოლით კი თავი თორნიკე ახვლედიანმა გამოიჩინა...
|
2019 წლის სეზონში ”ზესტაფონის” ფეხბურთელთა ინდივიდუალური მაჩვენებლები |
ფეხბურთელი |
თამაში |
გოლი |
დავით ჩხიკვაძე |
31 |
- |
ნოდარ გაჩეჩილაძე |
31 |
16 |
ალექსანდრე გიორგაძე |
31 |
- 33 |
თორნიკე ჭურაძე |
29 |
3 |
შოთა ვარდოსანიძე |
29 |
3 |
ბაჩო ბერაძე |
29 |
15 |
კობა გოგობერიშვილი |
28 |
19 |
გიორგი სამხარაძე |
27 |
1 |
სულხან სვიანაძე |
27 |
- |
ბესარიონ ფერაძე |
24 |
15 |
ლაშა ბუბულაშვილი |
24 |
3 |
აკაკი დვალი |
23 |
15 |
|
|
ფეხბურთელი |
თამაში |
გოლი |
გიორგი ხუჯაძე |
20 |
3 |
ანრი ზაქარაშვილი |
17 |
- |
შოთა ფანცულაია |
12 |
4 |
თორნიკე ახვლედიანი |
10 |
14 |
ირაკლი დვალი |
7 |
- |
თემურ ბერაძე |
7 |
- |
ბექა აბჟანდაძე |
5 |
- |
მიხეილ სხილაძე |
5 |
1 |
ანზორ ფერაძე |
4 |
- |
ზაალ ზუზაძე |
3 |
2 |
დავით ნასრაძე |
3 |
- |
თემურ ჭუმბურიძე |
3 |
- |
|
|