საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ლეგენდარული თავდამსხმელი და კაპიტანი ჯაბა დვალი გუნდში დაბრუნდა. მწვანე მინდორზე იმერული გუნდის ფერების დაცვის პარალელურად, 35 წლის ვეტერანი კლუბში მენეჯერის პოზიციაზე იმუშავებს და თბილისის ზღვის ბაზაზე სულ ახლახანს გახსნილი "ზესტაფონის" ბავშვთა და ჭაბუკთა აკადემიის კურატორი იქნება.
ცნობისათვის, ჯაბა დვალი “ზესტაფონში” 2009-12 წლებსა და 2014 წელს ასპარეზობდა, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით უმაღლეს ლიგაში გამართულ 110 შეხვედრაში თავი 55 გატანილი გოლით გამოიჩინა და მარგველთა შემადგენლობაში ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს ორჯერ (2011 და 2012 წლებში) დაეუფლა...