15.06.2019
ცამეტწლამდელებმა პირველი ეტაპი დამაჯერებლად მოიგეს
15 ივნისს გაიმართა ცამეტწლამდე ჭაბუკთა შორის იმერეთის ღია პირველობის პირველი ეტაპის დასკვნითი, რიგით მეთოთხმეტე ტურის მატჩები - საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ცამეტწლამდე ჭაბუკთა გუნდმა ზესტაფონში მდებარე ჩვენი კლუბის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ჩოხატაურის "ბახმაროს" აკადემიის გუნდს უმასპინძლა.
ზესტაფონელებმა ჯერ კიდევ წინა ტურში დაიბევეს გივი ნოდიას სახელობის თასის გათამაშების (დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატის ოფიციალური სახელწოდება) სატურნირო ცხრილში პირველი პოზიცია. რა გასაკვირია, რომ იმერლებმა დღევანდელი შეხვედრაც აღმავლობით ჩაატარეს და 12 შეხვედრაში მოპოვებული მეცხრე გამარჯვებით კიდევ უფრო განიმტკიცეს ლიდერის პოზიცია...
ისევ, როგორც წინა შეხვედრებში, ნორჩმა იმერლებმა მატჩის საყურებლად მოსულ გულშემატკივარს ლაღი, კომპინაციური ფეხბურთი შესთავაზეს, გურულებთან მატჩის უმეტესი ნაწილი შეტევაში გაატარეს და მეტოქე დიდი ანგარიშით 9-0 დაამარცხეს. გატანილი გოლებით თავი გიორგი ჭულუხაძემ (3), ტატო ცხადაძემ (2), ლუკა კახნიაშვილმა, საბა აბრამიშვილმა, დათო სარალიძემ და ლუკა კვეტენაძემ გამოიჩინეს...
შედეგად, ცამეტწლამდე ჭაბუკთა შორის იმერეთის ღია პირველობის პირველ ეტაპზე "ა" ჯგუფში მოასპარეზე "ზესტაფონმა" პირველი ადგილი დაიკავა და დასავლეთ საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად მეორე ეტაპზე ქუთაისის "ქუთაისის", ქობულეთის "შუქურას", ქუთაისის "ტორპედოს", საფეხბურთო კლუბ "სამტრედიის" და ქუთაისის "მართვეს" წარმომადგენელ კოლექტივებს შეებრძოლება...
|