Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

09.03.2020

 

 

 

 

 

 

 

 

"ლელოს" პუბლიკაცია

ახალი აკადემია, ახალი რეალობა... "ზესტაფონის" აკადემიაში ბავშვები ბალახზე ივარჯიშებენ!..

 

 

 

 

მიმდინარე წლის 9 მარტს ყოველდღიურ სპორტულ გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა ჟურნალისტ სერგო კორძაიას საინტერესო პუბლიკაცია, რომელიც თბილისის ზღვის მახლობლად საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ბავშვთა და ჭაბუკთა აკადემიის გახსნის შესახებ მოგვითხრობს. ჩვენი ინტერნეტ-გვერდის მომხმარებელს ამ პუბლიკაციას უცვლელად გთავაზობთ:

 

"ზესტაფონში მოქმედი ჭაბუკთა გუნდების პარალელურად, "ზესტაფონის" ბავშვთა აკადემია თბილისშიც გაიხსნა. კლუბის მენეჯმენტის გადაწყვეტილება დროულიც იყო, აუცილებელიც და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მიანიშნებს, რომ ილია კოკაია და "ზესტაფონი" იმ "დიდ ავიაციას" უბრუნდებიან, რომელიც მათ გარეშე გაუფერულდა...

 

თბილისში ახალი საფეხბურთო აკადემია "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე ამოქმედდა, სადაც სისტემატურად ვარჯიშობს საქართველოს ეროვნული ნაკრები. აკადემიის დაფუძნება "ზესტაფონის" პრეზიდენტ ილია კოკაიას ახალი პროექტია:

"ჩემთვის ფეხბურთში ფულის ჩადება ყოველთვის სასიამოვნო იყო. საქართველოში ფეხბურთი მომგებიანი არ ყოფილა, მაგრამ ვერ დაველოდები, როდის დადგება ეს ბედნიერი დღე. ჩვენს მას უნა დავეხმაროთ და გვრდში დავუდგეთ. მოხარული ვარ, რომ მომავალ თაობას გზას ვუჩვენებთ. ხაზი უნდა გავუსვა ბუნებრივი საფარის ფაქტორს. ისლანდიაშიც კი, სადაც თითქმის სულ ზამთარია, ბალახზე თამაშობენ. ამ ქვეყანაში ყოფნისას გაოცებული გაოცებული დავრჩი - პოლარული წრის მახლობლად მყოფ ქვეყანაში ბავშვებს ხასხასა საფარზე ავარჯიშებდნენ. მაშინ გამიჩნდა ეს იდეა, რომ საქართველოში გამეხორციელებინა პროექტი, რომელიც ბავშვებს სწორ აზრდაში შეუწყობდა ხელს.

 

ბავშვების სწორი აღზრდა საფარზეა დამოკიდებული. ყველა ვხედავთ, ჩვენს ბავშვებსა და ნაკრების წევრებში როგორი გახშირებულია კუნთების, საზარდულის და წივ-სახსრების ტრავმიანობა. ეს ყველაფერი ხელოვნური საფარიდან მოდის. ჩვენთან კი ბავშვები იმ ბაზის იმ მინდვრებზე ივარჯიშებენ, სადაც სისტემატურად ემზადება თვით საქართველოს ეროვნული ნაკრები!.. იმედია, "ზესტაფონის" აღმასვლა აქედან დაიწყება და იმ წარმატებებს მივაღწევთ, რაზეც ჩვენი გულშემატკივრები ოცნებობენ"- ამბობს კოკაია.

 

"ზესტაფონს" ახალ ამპლუაში დაუბრუნდა ჯაბა დვალი, რომელიც კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია. ჯაბა წლების განმავლობაში გუნდის კაპიტანიც გახლდათ. ის "ზესტაფონის" მენეჯერი გახდა და, პარალელურად, საკლუბო აკადემიის ერთ-ერთი ხელმძღვანელიც იქნება. დვალის აზრით, ბუნებრივ საფარზე ვარჯიში მომავალ ფეხბურთელებში ტრავმიანობის რისკს საგრძნობლად შეამცირებს:

 

"ბოლო დროს ყველამ იცის, რომ ქართულ ფეხბურთში მომრავლებულ ტრავმიანობაში ცუდ როლს თამაშობს ხელოვნური და ცუდი მოედნები. ყველანი ბავშობიდან მოვდივართ და ვიცით, რომ კარგი ბუნებრივი საფარი არა მხოლოდ საფეხბურთო სკოლებში, ეროვნულ ლიგაშიც იშვიათი სიამოვნება იყო. ბოლო დროს, ამ კუთხით მდგომარეობა გაოსწორდა. მაგრამ დროა, ბავშვები იმ საფარზე გაიზარდონ, რომელზეც ტრავმას არ მიიღებენ. მიმაჩნია, რომ სწორედ ამის გამო "ზესტაფონის" აკადემია ქართულ ფეხბურთში თავის წონად როლს ითამაშებს".

 

"ზესტაფონის" ახალი საფეხბურთო აკადემიის პრეზენტაციას ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი, სამწვრთნელო ლიცენზირების კურსის ხელმძღვანელი ვასილ მაისურაძე და გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი ესწრებოდნენ. საერთო აზრით, მომავალ ფეხბურთელებში ბუნებრივ საფარზე ვარჯიში წინგადადგმული ნაბიჯია.

 

"ჩემთვის "ზესტაფონის" აკადემიის ამოქმედება ორმაგად სასიხარულოა. ჯერ იმიტომ, რომ ამ გუნდის წევრი ვიყავი. მეორეც - მოხარული ვარ, რომ ილია კოკაია ფეხბურთში კვლავ აქტიურად არის. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ თბილისში კიდევ ერთი თანამედროვე საფეხბურთო აკადემია ყალიბდება, სადაც ბავშვებ მშვენიერ პირობებსა და გარემოში ივარჯიშებენ. ფეხბურთის განვითარების ფონდი და საფეხბურთო აკადემიებს მხარში უდგას. როცა "ზესტაფონის" აკადემია კატეგორიზაციას გაივლის, ფონდისგან და სფფ-სგან სრული მხარდაჭერა ექნება. ვგულისხმობ მწვრთნელთა განათლებაში თანადგომასაც. საწყის ეტაპზე სფფ აკადემიის მწვრთნელებს ლიცენზირების უფასოდ გავლაში დაეხმარება"- ამბობს მუჯირი.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2020