20.10.2019
მედლებისათვის მებრძოლთა ფრე ქუთაისში
19 ოქტომბერს გაიმართა ცამეტწლამდე ჭაბუკთა შორის იმერეთის ღია პირველობის (დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატი) მეორე ეტაპის მორიგი, მეშვიდე ტურის მატჩები - ქუთაისის საფეხბურთო სკოლა "კოლხიდას" სტადიონზე ადგილობრივი "ქუთაისის" გუნდმა "ზესტაფონის" 13-წლამდელთა გუნდს უმასპინძლა.
ქუთათურთა და ზესტაფონელთა დღევანდელ შეხვედრამდე გუნდები სატურნირო ცხრილის, შესაბამისად, მეორე და მესამე პოზიციებზე იმყოფებოდნენ. რაც შეეხება სტუმრებს, ისინი მასპინძლებს 4 ქულით კი ჩამორჩებოდნენ, თუმცა მეტოქესთან შედარებით ერთით ნაკლები მატჩი ჰქონდათ ჩატარებული.
რა გასაკვირია, რომ გივი ნოდიას სახელობის თასის გათამაშების ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელთა უშუალო დაპირისპირება დაძაბულად, უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა. ორივე კოლექტივი ბევრს ცდილობდა, თუმცა, საბოლოოდ, ანგარიში არ გახსნილა და იმერული "დერბი" ფრედ 0-0 დასრულდა...
|