Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

23.04.2020

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონის" მორიგი აღიარება!

 

 

 

 

 

 

ჩვენ უკვე ვწერდით იმის შესახებ, რომ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული იძულებითი პაუზის პირობებში, საფეხბურთო ცხოვრებამ მწვანე მინდვრებიდან ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა. სადღეისოდ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სხვადასხვა გამოცემა თუ სოციალურ ქსელში მოღვაწე სპორტული გვერდი ნაირნაირი სახის გამოკითხვებს ატარებს.

 

სხვა გამოცემების მსგავსად, ძალიან საინტერესო გამოკითხვა ჩაატარა facebook-გვერდმა "ეროვნული ლიგა - Erovnuli Liga Unofficial", რომელიც ამ გამოკითხვას ბოლო ორი კვირის განმავლობაში აწარმოებდა და რომლის შედეგების გათვალისწინებით გასარკვევი მთავარი საკითხი შემდეგნაირად ჟღერდა: "რომელია XXI-ე საუკუნის საუკეთესო ქართული საკლუბო გუნდი?"

 

ნომინანტების როლში გამოკითხვაში მონაწილეობას იღებდნენ 2000-2020 წლების მანძილზე ეროვნულ და ევროპულ არენაზე მოასპარეზე სხვადასხვა წლის ფორმაციის საუკეთესო ქართული საკლუბო კრებულები...

 

საინტერესოა, რომ გამოკითხვის პროცედურა ოლიმპიური სისტემის მიმსგავსებული ტურნირის ფორმატში წარიმართა და, საბოლოოდ, ის საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" 2011 წლის ფორმაციის გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა - XXI-ე საუკუნის საუკეთესო ქართულ გუნდად "ზესტაფონი" იქნა აღიარებული!

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2020