Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

25.07.2019

 

 

 

 

 

 

 

 

საკონტროლო შეხვედრა "საირმესთან"

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მიმდინარე სეზონის განახლებისათვის მზადებას განაგრძობს. 25 ივლისს ჩვენმა გუნდმა კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი გამართა - ზესტაფონში მდებარე ბაზაზე მასპინძლებს რეგიონულ ლიგაში მოასპარეზე ბაღდათის საფეხბურთო კლუბი "საირმე" დაუპირისპირდა.

 

შეხვედრა ზესტაფონელთა უდიდესი სათამაშო უპირატესობით წარიმართა და მათივე შთამბეჭდავი გამარჯვებით, ანგარიშით 11-1 დასრულდა. მარგველთა რიგებში გატანილი გოლებით თავი აკაკი დვალმა (4), კობა გოგობერიშვილმა (2), ზაალ ზუზაძემ (2), თორნიკე ჭურაძემ, ბაჩო ბერაძემ და ანრი ზაქარაშვილმა გამოიჩინეს.

 

"ზესტაფონმა" მატჩი ასეთი შემადგენლობით დაიწყო: გიორგაძე, ჭურაძე, ნასრაძე, ვარდოსანიძე, ჩხიკვაძე, ზაქარაშვილი, სამხარაძე, ბ. ფერაძე, გოგობერიშვილი, ზუზაძე, ბ. ბერაძე. მეორე ტაიმში კი მოედანზე შემდეგი ფეხბურთელები გამოჩნდნენ: ა. ფერაძე, აბჟანდაძე, გაჩეჩილაძე, დვალი, ბურჯანაძე, ჭუმბურიძე, ცქიფურიშვილი ...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2019