04.03.2020
ზესტაფონელთა პირველი სპარინგი
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ახალი სეზონის სტარტისათვის მზადებას განაგრძობს. 4 მარტს ჩვენმა გუნდმა პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა - ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე მარგველებმა ლიგა-3-ს წარმომადგენელ ტყიბულის "მეშახტეს" უმასპინძლეს.
მატჩი საინტერესოდ წარიმართა და საბოლოოდ მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 3-0 დასრულდა. პირველი ტაიმის მიწურულს "ზესტაფონი" გუნდის ახალწვეულმა ნიკა ხარაიშვილმა დააწინაურა, მეორეში კი გატანილი გოლებით თავი კობა გოგობერიშვილმა და ლაშა ოზბეთელაშვილმა გამოიჩინეს...
"ზესტაფონმა" მატჩი ასეთი შემადგენლობით დაიწყო: მიქავა, სირაძე, გულხადარაშვილი, ვარდოსანიძე, ჩხიკვაძე, ხარაიშვილი, გაჩეჩილაძე, ნანობაშვილი, ხარშილაძე, ზაქრაძე, ოზბეთელაშვილი. მეორე ტაიმში მასპინძელთა რიგებში მოედანზე ბუბულაშვილი, სამხარაძე, გოგობერიშვილი და ბერაძე გამოჩნდნენ.
მორიგ ამხანაგურ შეხვედრას მარგველები 8 მარტს, ისევ 15:00 საათზე, გამართავენ - ამ დღეს ზესტაფონს ეროვნულ ლიგა-4-ს წარმომადგენელი ზუგდიდის საფეხბურთო კლუბი "ოდიში-1919" ესტუმრება...
|