Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

07.03.2020

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონის" კარგი ფონი

 

 

 

 

 

 

საქართველოს ორგზის ჩემპიონი "ზესტაფონი" სერიოზულად ამუშავდა: თბილისის ზღვასთან მდებარე კლუბის ბაზაზე "ზესტაფონის" აკადემიის პრეზენტაცია გაიმართა. მშვენიერი ამბავია...

 

როგორც იცით, საქართველოს ეროვნული ნაკრები სწორედ "ზესტაფონის" ბაზაზე ვარჯიშობს. ასე რომ, მიუხედავად მეოთხელიგელობისა, "ზესტაფონს" თავისი ნიშა აქვს ქართულ ფეხბურთში და არცთუ უმნიშვნელოც. თან, წლეულს მთავარი გუნდიც გააძლიერეს...

 

ახლა აკადემიაზე. 2020, 2011, 2012 და 2013 წლებში დაბადებული ბავშვები ივარჯიშებენ. ანუ, ოთხი ასაკობრივი ჯგუფი იქნება და დღეს პირველი ვარჯიშიც გაიმართა.

 

აკადემიის მენეჯერია ჯაბა დვალი - "ზესტაფონის" ყოფილი ბომბარდირი და საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში გოლების რაოდენობით მესამე ფეხბურთელი. 142 გოლი უმაღლეს ლიგაში!

 

პრეზენტაციაზე დვალის გარდა ისაუბრეს "ზესტაფონის" მფლობელმა ილია კოკაიამ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა, რომელიც თავადაც თამაშობდა იმერულ გუნდში.

 

ილია კოკაია: „ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნო იყო ფეხბურთში ფულის ჩადება. როცა გულით გიყვარს, ასეა. მოხარული ვარ, რომ მომავალ თაობას გზას ვუჩვენებთ. ხაზი უნდა გავუსვა ბუნებრივი საფარის ფაქტორს. ისლანდიაშიც კი, სადაც თითქმის სულ ზამთარია, ბალახზე თამაშობენ. იქ ვიყავი და გაოცებული დავრჩი... დღეს ვხედავთ, ჩვენს ბავშვებსა და ნაკრების წევრებს კუნთების, საზარდულის და წვივ-სახსრების ტრავმა აქვთ. ეს ყველაფერი ხელოვნური საფარიდან მოდის. ჩვენთან კი ბავშვები ივარჯიშებენ ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზის იმ მინდვრებზე, სადაც სისტემატურად საქართველოს ეროვნული ნაკრები ვარჯიშობს“.

 

დავით მუჯირმაც განაცხადა, რომ მოხარულია, რომ "ზესტაფონმა" წამოიწია და ყოფილი გუნდის ასეთი წინსვლით ბედნიერია...

ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა. მოხარული ვარ, რომ ილია კოკაია კვლავ აქტიურად არის ფეხბურთში. თბილისში თანამედროვე საფეხბურთო აკადემია ყალიბდება. ფეხბურთის განვითარების ფონდი მათ მხარში უდგას. როცა აკადემია კატეგორიზაციას გაივლის, ფონდისგან მხარდაჭერას მიიღებს. არა მხოლოდ მწვრთნელთა განათლების კუთხით, ასევე ფინანსურად“.

 

www.leadersport.ge

 

 

ქვემოთ კი გთავაზობთ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გასულ სიუჟეტს:

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2020